აპრილი21 , 2024
კულტურახელოვნებათაი ძი- გზა მშვიდობიდან სარგებლისაკენ

[:ka]თაი ძი- გზა მშვიდობიდან სარგებლისაკენ [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის მილიარდელები და წარმატებული მეწარმეები ჩინური ვარჯიშის სახეობას თაი ძი-ს აქტიურად ასრულებენ. ეროვნული ვარჯიში ან სამხედრო ხელოვნება, რომელიც ხასიათდება წრიული რიტმული მოძრაობებით,  არამარტო პერსონალური სიძლიერის, არამედ ბიზნეს კომპანიების მოგების გაუმჯობესებას ეხმარება. ასევე აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს ახალი პროდუქტები, სერვისები და შეცვალოს წარმოების  კულტურა.

მაგალითად, კუო კუანგჩანგი, “ფოსუნ” (“Fosun” Group) გრუპის პრეზიდენტი და ჯეკ მა, “ალიბაბა”-ს დამფუძნებელი (Alibaba Group) არიან  გამოჩენილი ადამიანები, თაი ძი-ს მიმდევრებს შორის  და ისინი მის მიზანს შეისწავლიან.

ჯეკ მა ასრულებს თაი ძი-ს ვარჯიშებს, ხანგჭოუ, ჭეძიანგის პროვინცია, 2013 წლის 10 მაისი [ფოტო: VCG]

ელიტარული თაი ძი-ს კლუბები შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საკუთარი წარმატებული ბიზნესები აქვთ. ასეთი ადამიანები ჩინეთში   მრავლად არიან. ჩინეთის კერძო პარკებში, აბრეშუმის თეთრ სამოსში გამოწყობილი ცნობილი მეწარმეები, ნელი და მშვიდი მოძრაობის შესრულებისას, შეიძლება შეამჩნიოთ.

ჯეკ მა-მ, მსოფლიოს უდიდესი ონლაინ გაყიდვების კომპანიის დამფუძნებელმა, თაი ძი ალიბაბას ორგანიზაციულ კულტურად აქცია, რომელიც კომპანიის თანამშრომელთა მომზადების ნაწილია.

2009 წელს ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, თავის მოხსენებაში, თაი ძი დაასახელა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აერობიკულ ვარჯიშად.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, სტუდენტებთან ერთად, თაი ძი-ს ვარჯიშებს ასრულებს  [ფოტო: Peter parks]

თაი ძი-ს ვარჯიშებს ხანში შესული ადამიანებიც ასრულებენ, როგორც დილის რიტუალს, რადგან აღიარებულია, რომ ის აბალანსებს ნეგატიურ და პოზიტიურ შინაგან ენერგიას. ამიტომ ეს ფილოსოფია უკვე მიღებულია, როგორც ერთ-ერთი მთავარი დამხმარე საშუალება ბიზნესის სარგებლის ზრდისთვის.

“სასიამოვნო ტრენდია, როდესაც გავლენის მქონე მეწარმეები თაი ძი-ს ვარჯიშობენ. ეს ვარჯიში პოზიტიურ როლს ასრულებს, რადგან ასტიმულირებს შინაგან სიმშვიდეს,” – განაცხადა ლი ლონგსინმა, ბრაზილიური  სტარტაპის მფლობელმა პეკინში.

[ფოტო: Theatlantic]

კომერციალიზაციის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, თაი ძი-მ შეიძინა მენეჯმენტის ტექნიკის სტატუსი, რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარება ბიზნეს სარგებლის ზრდას.

ასევე, თაი ძი წარმოდგენილია, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის  შემოსავლის დამხმარე წყარო. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, უცხოური კულტურის მკვლევრებისა და ტურისტების მხირდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

www.tripadvisor.com” – სამოგზაურო საინფორმაციო ვებ-გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ტურისტებმა გააზიარეს თავიანთი გამოცდილება და წარმოდგენები პეკინში თაი ძი-ს საწყის სესიებზე. ტურისტები აქტიურად აღნიშნავდნენ, რომ მასწავლებლები იჩენდნენ ინიციატივას, რომ აეხსნათ მათთვის თაი ძი-ს მნიშვნელობა და დადებითი მხარეები.

“ჩვენ გვიყვარდა ყოველი წუთი, ეს ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა,” – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

თაი ძი განსხვავდება საბრძოლო სპორტის ისეთი სახეობებისაგან, როგორებიცაა კინგ-ბოქსინგი, კუნ-ფუ და სხვა,  რადგან ეს უკანასკნელნი უფრო მეტ სისწრაფესა და სიძლიერეს მოითხოვენ.

თაი ძი-ს მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ვარჯიშებს სტრესის მოხსნა და სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლია. ალიბაბას დამფუძნებელის განცხადებით, შინაგანი ენერგიის ბალანსირების თეორია,  კომპანიის მმართველობის თეორიის მსგავსია. ამასთან, მართვის უნარები “თაოიზმისგან” განავითარა, ხელმძღვანელობის გამოცდილება – “კონფუციანელობისგან”, ინსპირაცია რომ იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით -ბუდიზმისგან, თაი ძი კი ამ ცალკეულ ნაწილებს აერთიანებს.

“Fosun”-ის ჯგუფის პრეზიდენტი კუო, ერთ-ერთი ჩინელი მილიარდელი, ასევე დადებითად არის განწყობილი თაი ძი-ს მიმართ.

“ის არ მოითხოვს დიდ ადგილს და აღჭურვილობებს როგორც გოლფი, ის უფრო სიცოცხლისუნარიანი ვარჯიშია, მე მუდამ გაღიზიანებული ვიყავი ჩემს ჯგუფზე, ჩვენ გვაქვს ეს სიბრაზე და აუცილებელია მისი დარეგულირება და დამშვიდება,” – განაცხადა კუომ.

[ფოტო:Pingminghealth]

ცნობილი ჩინელი მსახიობი ჯეტ ლი:  “თაი ძი ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ გამოვხატო ჩემი მადლიერება და გადავცე ის წინამორბედებს, მასწავლებლებსა და მთლიანად მსოფლიოს”.

”დასავლური მენეჯმენტის სისტემის გადმოღება არ არის საკმარისი მეწარმეობის წამოწყებისთვის ჩინეთში, მას სჭირდება აღმოსავლური კულტურის ღრმა ფესვების დახმარება, ეს არის იმის მიზეზი რატომაც შევქმენით თაი ძის სკოლა,” – განაცხადა ალიბაბას დამფუძნებელმა ჯეკ მამ.

ლინ შუიანმა, შანხაის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტმა, განაცხადა: “თაი ძის შეუძლია ადამიანების დამშვიდება და ის არ არის რთული ასათვისებლად, არ არის ლიმიტები ადგილისა და დროის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ თაი ძი ეხმარება ადამიანებს, მათ შორის მეწარმეებს, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და ისწავლონ ცხოვრების ღირებულებები”.

ჩინური საბრძოლო ხელოვნება მსოფლიოში ცნობილია. “მეი ცუენ” თაი ძის აკადემიას, ლონდონში დაარსებული თაი ძის კლუბს, ახლა 48 ფილიალი აქვს, რომელიც ასევე ავსტრალიაში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები