[:ka]

ისტორიული მიმოხილვა

კულანიუს კუნძული ქალაქ სიამენის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს და მას ქალაქიდან 600 მეტრი სიგანის მდინარე ლუ ჰყოფს. ქალაქის ძირითადი ნაწილიდან კუნძულამდე ბორანით გადასვლა სულ რაღაც 5 წუთშია შესაძლებელი. კუნძულის ფართობი 1.87 კმ²-ია და მისი მოსახლეობა 16,000-ია. კუნძულზე მშვიდი გარემოს შენარჩუნებას ისიც უწყობს ხელს, რომ იქ ვერ ნახავთ მანქანებს. ადგილობრივები მას ზღვის ბაღს ეძახიან.

კულანიუს კუნძული თითქმის ასი წლის მანძილზე დასავლეთის ქვეყნების კოლონია იყო პირველი ოპიუმის ომის შემდეგ. მას შემდეგ მოგზაურები და ვაჭრები გადმოსახლდნენ დასავლური ქვეყნებიდან და ააშენეს ტაძრები, ძვირადღირებული სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ. კუნძული მას შემდეგ მცირედ შეიცვალა. დღემდე შემონახულია ათასობით არქიტექტურული ძეგლი.

2017 წლის 8 აგვისტოდან კულანიუს კუნძული იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაშია შესული.

კუნძულის მთვარი ღირსშესანიშნაობები

კუნძულზე დღემდე პირვანდელი სახე აქვს შენარჩნებული საუკუნოვან მუზეუმებს, მდიდრულ სახლებს, დასავლური ტიპის ქუჩებს. რამდენიმე მათგანი კი კუნძულის სახესაც კი წარმოადგენს.

Sunlight Rock Scenic Area

Sunlight Rock Scenic Area შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად, მზის სხივის ქვის და ცინის ბაღის ტერიტორიებად. მზის სხივის ქვა ეწოდება ორ ერთმანეთისკენ გადახრილ ქვას. მათი სიმაღლე 92,7 მეტრია და კუნძულის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს. ქვებთან არის სპეციალური პლატფორმა, საიდანაც ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ ქალაქ სიამენის, კულანიუს, დადანის და ერდანის კუნძულების ხედებით. ცინის ბაღი მზის სხივის ქვებთან დაკავშირებულია საბაგირო გზით.

შუჭუანგის ბაღი

აშენდა 1913 წელს და მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. თავდაპირველად შუჭუანგის ბაღს კერძო მფლობელი ჰყავდა, ვაჭარი ლინ ერძია. 1955 წელს ბაღი გადაეცა მთავრობას და მას შემდეგ ყველა მსურველს შეუძლია მისი სტუმრობა. ბაღი ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაგან თითოეული უნიკალურად იყენებს ლანდშაფტის თავისებურებებს. ბაღის განსაკუთრებული ნაწილს “დამალული ზღვა” ეწოდება, როცა სიარულის დროს თქვენს ხედს ფარავს უზარმაზარი ქვა, რომელზე გადაბიჯების შემდეგაც თქვენ წინ უსაზღვრო ზღვა გადაიშლება.

ფორტეპიანოს მუზეუმი

ფორტეპიანოს მუზეუმი შუჭუანგის ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. იქ წარმოდგენილია 70-მდე ძველი ფორტეპიანო, რომელიც ხუ იოიმ, უცხოეთში მცხოვრებმა ჩინელმა პიანისტმა გადასცა კულანიუს კუნძულს. ფორტეპიანოების უმეტესობა ძალიან ძვირადღირებულია. მათი ნაწილი ორივე მსოფლიო ომს გადაურჩა.

ხაოიუეს ბაღი

ხაოიუეს ბაღი ესაზღვრება მდინარე ლუს. ის გაშენებულია ჭენგ ჩენგგონგის პატივსაცემად, რომლის უზარმაზარი სკულპტურაც გადაჰყურებს ქალაქ სიამენს კულანიუს კუნძულიდან.

ორგანის მუზეუმი

კულანიუს კუნძულზე მდებარე ორგანის მუზეუმი ყველაზე დიდი ამ ტიპის მუზეუმია მსოფლიოში და ერთადერთი ჩინეთში. ფორტეპიანოს მუზეუმის მსგავსად, ეს მუზეუმიც ხუ იოუის შემოწირულობებითაა აშენებული. იქ მდებარეობს 13 მეტრი სიმაღლის და 12,5 მეტრი სიგანის ორგანი, რომელიც 35 ტონას იწონის და ჩინეთში დმებარე ყველაზე დიდი ორგანია.

კუნძულზე უხვადაა საკვები ობიექტები, სადაც ამზადებენ როოგრც აზიურ, ასევე -ევროპულ კერძებს. ასევე, შეგიძლიათ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის მრავალი სახის საჩუქრის შეძენაც, რომელიც მხოლოდ კულანიუს კუნძულებისთვისაა დამახასიათებელი.

[:]