[:ka]

სამეცნიერო კვლევები არ არის ყველასთვის საყვარელი გასართობი, თუმცა ფიზიკოს ჭოუ შუიუნისთვის ლაბორატორიაში დროის გატარება სიამოვნებაა.

„სამეცნიერო კვლევები და რაიმე ახლის აღმოჩენა ყველაზე დიდი სიამოვნებაა ჩემთვის“- განაცხადა, ცინგხუასს უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა, ჭოუ შუიუნმა.

37 წლის პროფესორი დაჯილდოვდა L’Oréal-UNESCO-ს ჯილდოთი ქალ მეცნიერებს შორის.

„სამეცნიერო კვლევა არასდროსაა ადვილი გზა. ის მოითხოვს საათობრივ კონცენტრაციას თითოელი ექსპერიმენტისა და წლებით შეუპოვრობას“ – განაცხადა მან. მან გაიხსენა მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის დასრულებასაც მან ჯგუფთან ერთად ორი წელი მოანდომა.  „ ექსპერიმენტის შედეგები ხშირად იმდენად მოულოდნელია, რომ აღფრთოვანებისაგან დაძინებაც კი მიჭირს“-აცხადებს, 37 წლის ფიზიკოსი.

ცინგხუას უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლისას მას გაუჩნდა დიდი ინტერესესი ფიზიკის მიმართ. დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო კალიფორნიის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ის გახდა მოწინავე მეცნიერი ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიაში.  2012 წელს, ჭოუმ გადაწყვიტა დაბრუნება ცინგხუას უნივერსიტეტში, და დაარსა ფიზიკის დეპარტამენტის კვლევითი ჯგუფი.

მისი სურვილია არსებული ზღვარი რაც არსებობს ქალ და მამაკაც მეცნიერებს შორის, ერთ დღესაც აღარ არსებობდეს,  ამისათვის ის ყველაფერს გააკეთებს. “კარგია, რომ სამეცნიერო სფეროში შეფასების კრიტერიუმები ეფუძნება ერთ საქმეს, და არა გენდერს, ამიტომ მე საკმაოდ კარგი ვარ, როგორც უმცირესობა”.

Image result for zhou shuyun

[:]