ჟურნალისტები პეკინის ახალი აეროპორტის განახლებული მაკეტის პრეზენტაციაზე ქალაქის ცენტრში. საცდელი ოპერაციები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება. [სინგ'ი/ China Daily]

[:ka]

“სახურავი და შუშა პეკინის ახალი აეროპორტის მთავარი ტერმინალის შენობაში მონტაჟდება, ეკიპაჟი ცდილობს წლის ბოლომდე შენობის გადახურვას”, განაცხადა აეროპორტის სპიკერმა.

Beijing's new airport getting its roof
ჟურნალისტები პეკინის ახალი აეროპორტის განახლებული მაკეტის პრეზენტაციაზე [სინგ’ი/ China Daily]

“შიდა დეკორაციები და ელექტრომექანიკური აპარატურის დამონტაჟება დაიწყება ტერმინალის შენობის გადახურვისთანავე”, – განაცხადა აეროპორტის სპიკერმა, ჭუ ვეისინმა.

სექტემბრის ბოლოს დასრულდა მიწის სამუშაოების 90% და დასრულდა დამხმარე პროექტების 95%, როგორიცაა ხიდის საძირკველი, განაცხადა მან.

ახალი აეროპორტი, რომლის მშენებლობაც 2014 წლის ბოლოს დაიწყო, 2019 წლის ოქტომბერში საცდელ ოპერაციებს დაიწყებს.

“როდესაც დასრულდება, ეს იქნება პეკინის მეორე საერთაშორისო საავიაციო ცენტრი, რომელიც პეკინის კაპიტალის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად მოემსახურება დედაქალაქსა და მიმდებარე მოსახლეობას”, – განაცხადა მან.

ახალი ობიექტი მდებარეობს პეკინის ტასინგის რაიონსა და ლანგფანგს, ხ’პეის პროვინციას შორის. მდებარეობს თიენანმენის მოედნიდან 46 კილომეტრში, დედაქალაქის აეროპორტიდან 67 კილომეტრში და თიენძინის პინხაის საერთაშორისო აეროპორტიდა 85 კილომეტრის დაშორებით.

Beijing's new airport getting its roof
ჟურნალისტები პეკინის ახალი აეროპორტის განახლებული მაკეტის პრეზენტაციაზე [სინგ’ი/ China Daily]

აეროპორტამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით, მათ შორის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო, საქალაქთაშორისო სარკინიგზო, მეტროსა და საავტომობილო გზით. აეროპორტი ასევე მგზავრებისთვის კეთილმოწყობილია,  ბაქანი ცენტრალური ტერმინალიდან 600 მეტრში იქნება – დაახლოებით 8 წუთის სავალზე.

2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ აეროპორტი 72 მლნ რეისი, 620,000 გამგზავრებას და ჩამოსვლას და 2 მილიონ ტონა სატვირთო და საფოსტო მომსახურეობას ყოველწლიურად განახორციელებს.

Beijing's new airport getting its roof
ჟურნალისტები პეკინის ახალი აეროპორტის განახლებული მაკეტის პრეზენტაციაზე [სინგ’ი/ China Daily]

გრძელვადიანი მიზანია 100 მილიონი რეისი და 4 მილიონი ტონა სატვირთო და საფოსტო მომსახურეობის განხორციელება.

ჟურნალისტები პეკინის ახალი აეროპორტის განახლებული მაკეტის პრეზენტაციაზე [სინგ’ი/ China Daily]

პეკინის დედაქალაქის აეროპორტმა, რომელიც ჩინეთში ყველაზე მსხვილი აეროპორტია, შარშან 90 მილიონი რეისი განახორციელა, თუმცა მოთხოვნა აეროპორტის დიზაინის შესაძლებლობებს აღემატება. სამგზავრო გამტარუნარიანობა 2016 წელს 94.4 მილიონი იყო, თუმცა ეს ობიექტი 82 მილიონზეა გათვლილი, განაცხადა აეროპორტის პრეზიდენტმა, ხან ჭ’ლიანგმა სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე.

ჩინეთის სამოქალაქო საავიაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფვენგ ჭენგლინის განცხადებით, ქვეყნის მიზანია რამდენიმე მსოფლიო კლასის აეროპორტის სისტემის ჩამოყალიბება, რათა უკეთ მოემსახუროს მთავარ მეტროპოლიტენ ცენტრებს. მაგალითად, პეკინში, თიენძინსა და ხ’პეიში აეროპორტები განლაგებულია სტატისტიკური მრავალფეროვნების შესასრულებლად, განაცხადა ფვენგმა.

 [:]