აპრილი20 , 2024
კულტურაპეკინის ოპერა

[:ka]პეკინის ოპერა [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პეკინში მოგზაურობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული სანახაობაა პეკინის ოპერა. იგი არის მუსიკალური, ქორეოგრაფიული და აკრობატული ნომრების საშუალებით გადმოცემული ისტორია.

მისი განვითარების ისტორია XVIII საუკუნის ბოლო პერიოდიდან იწყება. ცინგის დინასტიის დროს პეკინის ოპერა განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა.

პეკინის ოპერისათვის დამახასიათებელია ოთხი ტიპის პერსონაჟი, რომელთაც განსხვავებული ტანისამოსი და გრიმი აქვთ. მსახიობების დამახასიათებელ ფერებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და მაყურებელს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის პერსონაჟის შესახებ. გარდა ამისა, პერსონაჟები ცეკვების, აკრობატული ნომრებითა და სიტყვით ცდილობენ შინაარსის გადმოცემას. მსახიობის ოსტატობა განისაზღვრება მისი მოძრაობის შესრულების ხარისხით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ოპერის პერსონაჟები იყოფა 4 დიდ ჯგუფად: შენგი_ კაცის მთავარი როლი, რომელიც ასაკის მიხედვით იყოფა უფროსი შენგის, უმცროსი შენგისა და სხვა ქვეჯგუფებად. ტანი_ქალბატონის როლი. აღსანიშნავია, რომ ადრეულ ეტაპზე ქალბატონის როლსაც მამაკაცები ასრულებდნენ. ძინგი_ნიღბიანი მამაკაცის როლი. ნიღბები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა დიდ ნაწილში შეიმჩნევა სიმბოლური ფერები. წითელი მიანიშნებს სამართლიანობასა და სიკეთეზე, მაშინ როცა თეთრი ფერი უარყოფით თვისებებზე მიუთითებს. ჩოუ არის მეოთხე ტიპის მეორეხარისხოვანი როლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩოუს როლი დაბალი სტატუსის ადამიანების განსახიერებას მოითხოვს, მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგანაც  კომიკურად შესრულებისა და აკორობატული ნომრების შესრულების უნარსაც მოითხოვს. ჩოუს ცხვირზე თეთრი ლაქა აქვს ხოლმე.

პეკინის ოპერის ყველაზე ცნობილ მსახიობებს შორის არიან იანგ სიაოლოუ, მეი ლანფანგი, იუ შუიენი და სხვ. აღსანიშნავია, რომ მსახიობებს ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის გავლა უწევთ წარმოდგენების მაღალ დონეზე ჩვენებისათვის. მათ, ვისაც პეკინის ოპერის საყურებლად წასვლა სურს, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ტექსტი გაუგებარი იქნება და თარგმანისათვის თვალყურის დევნება მოუწევს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები