Home კულტურა პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ქვეყნის გამოჩენილი მეცნიერები დააჯილდოვა

[:ka]პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ქვეყნის გამოჩენილი მეცნიერები დააჯილდოვა[:]

0
3859
[ფოტო/Xinhua]

[:ka]

8 იანვარს, პრეზიდენტ სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ჩინეთის სამეცნიერო დაჯილდოვება გაიმართა. ცერემონიალზე პრეზიდენტმა, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისთვის, ჩინეთის გამოჩენილი მეცნიერები ვანგ წეშანი და ვირუსოლოგი ხოუ იუნტე დააჯილდოვა.

ვანგ წეშანი ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსია. იგი აკადემიურ სფეროში ცნობილია, როგორც “ფეთქებად ნივთიერებათა მეფე”. მისმა გამოგონებებმა  ჩინური რაკეტებისა და ჭავლის გაშვების სპექტრის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. 88 წლის ხოუ იუნტე, ვანგის მსგავსად აკადემიკოსია ვირუსოლოგიის დარგში. მან ჩაუყარა საფუძველი ჩინეთის მოლეკულური ვირუსების კვლევას, დაწერა მრავალი სახელმძღვანელო, რომელმაც შექმნა ჩინეთის პირველი გენეტიკურად დამუშავებული, მასობრივი წარმოების მედიკამენტების სერია.

ცერემონიალზე, სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ უცხოელ მეცნიერებსაც, სხვადასხვა დარგში გაწეული თანამშრომლობისთვის.

 [:]

NO COMMENTS