აპრილი17 , 2024
ბიზნესიროდესაც ადამიანის სიტყვა მანქანისთვის ბრძანებაა

[:ka]როდესაც ადამიანის სიტყვა მანქანისთვის ბრძანებაა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, 30 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა მა პინმა პეკინში თავისი ბინის მისაღებ ოთახში დისტანციური კონტროლის დივანს უთხრა: “მოდი ვისაუბროთ”. მისი ინტერნეტ-დაკავშირებული ტელევიზია იგებს მის ნათქვამს, თვითონვე ირთვება და იწყება მისი საყვარელი სატელევიზიო გადაცემა. ცოტა ხნის შემდეგ, გადაცემის ყურებიდან, ის ინაცვლებს მძღოლის სავარძელში და ამბობს: “ტემპერატურის დაწევა 19 გრადუსამდე”. მანქანის საჰაერო კონდიციონერი  ბატონს მყისიერად ემსახურება. მართვის დროს, ის ზეპირი ბრძანებით მიმართავს მანქანას: “უახლოესი ყავის მაღაზია” და საქმეში სანავიგაციო სისტემა ერთვება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “სიტყვა ჩემი ბრძანებაას” ხანაში, სადაც მოწყობილობები იყენებენ აუდიო საშუალებას თქვენი ბრძანების შესასრულებლად, რომელზეც მუშაობს  ხელოვნური ინტელექტი.

მა პინი ბევრ ყოველდღიურ ამოცანას ახორციელებს, ხმაზე დაფუძნებული ციფრული ასისტენტებით, რომელთაგან რამდენიმეს იყენებს თავისი მოწყობილობებისა და ტექნიკის კონტროლისათვის. მაგალითად, აიფონის პროგრამა- ასისტენტი Siri ეხმარება მას ცოცხალი მუსიკისა და კალენდრის დაგეგმვაში.

სწრაფი მიღწევები სიტყვის აღქმისა და ენის შეცნობის ტექნოლოგიებში, ადამიანის ხმას კომპიუტერთან კომუნიკაციისათვის ძირითად საშუალებად გარდაქმნის. დღეს, სიტყვის აღქმისა და ენის შეცნობის ტექნოლოგია თითქმის ყველა აპარატსა და მოწყობილობაშია. არ არის საჭირო კლავიატურაზე აკრეფა, ბეჭდვა, ხატვა, სენსორის შეხება ან კლავიშბზე დაჭერა, უბრალოდ თქვით: ” სეზამ გაიღე”.

ჩინეთში “მოსაუბრე-საზრიანი” ელექტრონიკა დღითიდღე ვითარდება. დღევანდელი მაჩვენებლით, ის არ ჩამორჩება შეერთებულ შტატებს, სადაც არის: Apple Inc, Microsoft Corp, Google, Facebook Inc და Amazon.com Inc, რომლებიც ცდილობენ მიითვისონ ხელოვნური ინტელექტის “ნაჭერი”.

ჩინეთის სამომავლო გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის 1 ტრილიონი იუენის ($147.9 მილიარდი) ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია აშენდება, რომელიც კონკურენციას მეტად დაძაბულს გახდის. აღნიშნული გეგმის შესახებ საზეიმო განცხადება სახელმწიფო საბჭომ ხუთშაბათს, 20 ივლისს გააკეთა. ხმა არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ამბიციური მიზნისა, რომელსაც კერძო სექტორი მიაღწევს. ხმაზე დაფუძნებული დინამიკით შესაძლებელია მუსიკის ან საინფორმაციო გამოშვების მოსმენა, მისი განვითარება კი მომავალში უფრო მეტი დავალების შესრულების საშუალებას მოგვცემს.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სმარტფონის მწარმოებელი კომპანია “Huawei Technologies Co.”, ხმაზე დაფუძნებული ტექნოლოგიებზე გადადის და 100-ზე მეტი მკვლევარი მუშაობს Siri-ის პროგრამის განვითარებაზე. მსოფლიოში ბიზნესის სიახლეების გაშუქებისას Bloomberg-მა აღნიშნა, რომ ჩინეთში 60-ზე მეტი კომპანია მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ Conexant Systems Inc- ზე, აუდიო ტექნოლოგიების მოთამაშეზე, რათა დანერგონ ხმის გააქტიურებული ინტელექტუალური მოწყობილობები.

“მიუხედავად იმისა, რომ ხმის ინტერაქცია მნიშვნელოვანია, მომავალშიც უფრო საჭირო გახდება. ინტერნეტის ეპოქაში მეტ ინტერნეტ-მოწყობილობას არ ექნება ეკრანები, ხმის კონტროლი კი იქნება ყველაზე მოსახერხებელი გზა მათთან ურთიერთობისთვის,”- განაცხადა ჩინეთის ინტერნეტის მონაცემთა ცენტრის პრეზიდენტმა ლიოუ სინგლიანგმა.

ჩინეთის მეტყველების ალიანსის თანახმად, ჩინეთში 2015 წელს სიტყვის აღიარების ბაზარი 4.03 მილიარდ იუენამდე ($635 მილიონი), ანუ დაახლოებით 40% -ით გაიზარდა. უკანასკნელ დღეებში განვითარებული ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესებით, 2024 წელს გლობალური ბაზარი $128 მილიარდ მიაღწევს.

When man's word is machine's command

 

 

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები