აპრილი15 , 2024
სამზარეულოროდის, რას და როგორ მიირთმევენ ჩინელები დღის განმავლობაში

[:ka]როდის, რას და როგორ მიირთმევენ ჩინელები დღის განმავლობაში [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სადილის დრო ჩინეთში არ არის უცვლელი. იმის ცოდნამ, თუ რას და როდის მიირთმევენ ჩინელები დღის განმავლობაში, შეიძლება თქვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადოს.

ფოტო: FITDAY

საუზმე – მსუბუქი

დრო: 07:00 – 09:00

ბავშვები სკოლაში დილის 8 საათამდე მიდიან, ამიტომ მათი საუზმე დილის 7 საათისთვის იწყება. ქალაქში მცხოვრები ჩინელები სამსახურს 8:30 – 9:00 საათზე იწყებენ, ამიტომ მათი საუზმის დრო 8 საათისთვის იწყება. ფერმერები, მოვაჭრეები და ა.შ სამსახურს დილის 7:30 საათზე ან უფრო ადრე იწყებენ.

სასტუმროების უმრავლესობა, სტუმრებს საუზმეს  დილის 7:00 – 9:30 საათამდე სთავაზობს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის ადამიანებს  შეხვდებით საუზმისას.

ფოტო: wikipedia

რა ტიპის საკვები საუზმისთვის?

ჩინეთში საუზმე ქალაქების მიხედვით განსხვავებულია. ყველაზე ხშირია სოიოს რძე, ღვეზელი (შიგთავსის გარეშე, სხვადასხვა სახის ფაფა (შაქრის გარეშე), ლაფშა და ორთქლზე დამუშავებული ფუნთუშა

როგორ საუზმობენ ჩინეთში?

ჩინელების უმეტესობისთვის სწრაფი საუზმეა მოსახერხებელი. ბევრ მათგანს დროც კი არ აქვს, რომ დაჯდეს და ისე მირთვას, ამიტომ გზაში მიირთმევს ან იმ დროს იყენებს, როდესაც ავტობუსს ან გადაადგილების სხვა საშუალებას ელოდებიან.

ფოტო: Confucius Institute

ეს რუტინა განსხვავებულია ჩინეთის ქალაქ  კუანგჭოუში, ამ ქალაქის რესტორნების უმეტესობა, მოქალაქეებს სთავაზობს ნოყიერ საუზმეს, რადგან ადგილობრივებს მოსწონთ ხანგრძლივი საუზმობა. ისინი ამ პერიოდს წაოჩას ეძახიან (დილის ჩაი). თუ თქვენ აპირებთ კუანგჭოუში გამგზავრებას, რესტორნებში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დინჯად მიირთმევენ და საუბრობენ, განსაკუთრებით დასვენების დღეებში. ისინი ხშირად ორთქლზე გამომცხვარ ცომეულს მიირთმევენ. ამდენად, თუ ამ ქალაქში მოხვდებით, დინჯი, აუჩქარებელი საუზმე არ უნდა გამოტოვოთ.

ლანჩი – სწრაფი

დრო: 12:00 – 2:00

ლანჩის დრო უმეტეს შემთხვევაში მაშინ არის, როდესაც ჩინელებს შესვენება აქვთ. ეს პერიოდი ხშირად ძალიან სწრაფად გადის, რადგან ისინი ყოველთვის ჩქარობენ საკვების მირთმევას, რომ დაიტოვონ დრო ნორმალურად დასვენებისთვის. ზოგი კი ამ დროს ცოტა ხნით იძინებს.

ტურისტულ  ადგილებში, ლანჩი ერთი საათით ადრე 13:00 საათზე მთავრდება, ამიტომ თქვენ შეძლებთ ესტუმროთ ნაკლებად გადატვირთულ ატრაქციონებს, მაშინ, როდესაც ტურისტული ჯგუფები ლანჩის დროს საჭმელად რესტორნებში მიდიან.

როგორია ლანჩი ჩინეთში?

ხშირად ლანჩის დროს ადამიანები შორს არ მიდიან და არც დიდ რესტორნებს სტუმრობენ. ისინი სკოლის ან კომპანიის ბუფეტში მიირთმევენ, ან გამზადებულ საკვებს სწრაფი კვების ობიექტებში, ანდაც   კი  ადგილზე იძახებენ. ზოგს საკუთარი ლანჩი სახლიდან მიაქვს, რათა დასვენების დრო მაქსიმალურად გამოიყენოს.

ფოტო: FORBES CONRAD

სადილი – გრანდიოზული

 დრო:  18:00 – 20:00

ჩინელები სამსახურიდან და სკოლიდან სახლში საღამოს 6 საათისთვის ბრუნდებიან. მათი ოჯახები სახლში სადილს ახვედრებენ ან მაშინ იწყებენ კეთებას, როდესაც სახლში ბრუნდებიან.

რესტორნებისთვის  ყველაზე დაკავებული დრო საღამოს 7 საათიდან იწყება. რესტორნების უმეტესობა საღამოს 10 საათზე უკვე დახურულია, მაგრამ წახემსება შესაძლებელია ქუჩაშიც გვიანობამდე.

რა არის სადილისთვის?

სადილი ჩინელებისთვის დღის ყველაზე ნოყიერ პერიოდად ითვლება. ისინი ხშირად წვნიანებს, ხორცს, ბოსტნეულსა და ბრინჯს მიირთმევენ.

როგორ სადილობენ ჩინეთში?

ჩინელების უმეტესობა სახლში მიდის სადილისთვის, ზოგს კი მეგობრებთან ერთად რესტორანში წასვლა ურჩევნია. თუ ესტუმრებით ადგილობრივ რესტორნებს, აუცილებლად შეხვდებით ადამიანებს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დატვირთული და “სწრაფი” დღის შემდეგ, ჩინელები მალე არ ტოვებენ რესტორნებს საკვების მიღების შემდეგ, ისინი მინიმუმ ნახევარი საათით ჩერდებიან რათა ისაუბრონ ან უბრალოდ ითამაშონ.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები