საბუთების ლეგალიზაცია

0
5056

საბუთების ლეგალიზაციას ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს  საკონსულო განყოფილება, რომლის მისამართია ბარნოვის 52, ტელეფონის ნომერი –  2 25-90-00. განაცხადის მიღების დღეებია:  ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი  9:30-დან  11:30-მდე. საბუთების  ჩაბარების დროის შეთანხმება წინასწარ არ არის საჭირო.

იმისათვის, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის დაამოწმებინოთ საჭირო საბუთები, საკონსულოში უნდა წარადგინოთ იუსტიციის სახლის მიერ უკვე ლეგალიზებული და აპოსტილით დამოწმებული საბუთები (ორიგინალები და ასლები) და პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი. თუ საბუთი მხოლოდ ქართულ ენაზეა, აუცილებლად უნდა ითარგმნოს ინგლისურადაც და ნოტარიულად დამოწმდეს. საჭიროა ორიგინალი საბუთისა და ინგლისურად ნათარგმნის ცალ-ცალკე ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება, შემდეგ კი ერთად აკინძვა. ამ მომსახურებას გაგიწევთ იუსტიციის სახლი.

უკვე მოწესრიგებული საბუთები კი უნდა წარადგინოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს  საკონსულო განყოფილებაში. გარდა ამისა, ადგილზე შეავსებთ შესაბამის ფორმას ინგლისურ ენაზე.

საბუთების ლეგალიზაცია ხდება 4 დღეში. პირადი საბუთების ლეგალიზაციის საფასურია 40 ლარი, ხოლო კომპანიის საბუთების – 80 ლარი.

[:]

NO COMMENTS