[:ka]

“იუე” ზღვისპირა პროვინციაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, რომლის საზღვრებიც აღმოსავლეთით ფუძიენის პროვინციაზე, ხოლო, დასავლეთით კუეიჭოუზე გადის. პროვინციის შემადგენლობაში, სულ 21 მუნიციპალიტეტია, სადაც 2, გუანჯოუ (“გუანჯოუ” დიდი ხნის შემოსული და დამკვიდრებულია ქართულ ენაში, თუმცა მისი სწორი წაკითხვის წესით იქნება “კუანგჭოუ”) და შენჭენი, ვიცე-პროვინციალური ქალაქებია.გუანდუნის (კუანგტუნგის) ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდგომარეობამ და ულამაზესმა პეიზაჟებმა, განაპირობა რეგიონის ტურისტულად განვითარება. ჭაოცინგის “შვიდი ვარსკვლავის კლდე” აერთიანებს კუეილინის კარსტულ მთებს და ხანგჭოუს დასავლეთის ტბას. რეგიონიში მდებარე მთებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ტანსია – რომელიც კუანტუნგის ჩრდილოეთით მდებარეობს, მთა სიციაო ქალაქ ნანხაიში, ლუოფუ სოფელ პოლუოში და ტინგხუს მთა ჭაოცინგში.
Image result for guangzhou skylineგუანდუნის დედაქალაქ გუანჯოუში (იგივე “კუანგჭოუ”) მდებარე გრანდიოზულ პარკში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო “მინიატურული სახით”. ისინი, ვინც ფეხს შეადგამენ ფოლკლორული კულტურის სოფელში, გაეცნობიან ჩინელი ხალხის მრავალფეროვან და ერთმანეთისგან განსხვავებულ ზნე-ჩვეულებებს, ადათებს.
Shenzhen Generation X by hakanphotography

კუანტუნგის გრძელი სანაპირო ზოლი აგრეთვე, ცნობილია თავისი ქვიშიანი პლიაჟებით, სადაც ცურვა და გარუჯვა მართლაც რომ ნეტარებაა. რეგიონში ჩასულ სტუმრებს შეუძლიათ გადაინაცვლონ ქალაქის შიდა მხარეს და ეწვიონ გარეუბნებში მდებარე კანტონურ რესტორნებს და ჩაის სახლებს. Knight Valley-Shenzhen-China by handyatmojoზღვისპირა რეგიონის სამზარეულოს შესწავლაში კი საუკეთესოა ქუჩის კუთხეებში განლაგებული პატარა კაფეები, სადაც უამრავ წასახემსებელს შემოგთავაზებენ. გუანდუნგის სამზარეულოს კანტონურს უწოდებენ. დღესაც კი, სამზარეულოში უძველეს მინგისა და ცინგის დინასტიის დროს არსებულ ტექნოლოგიებს და ინგრენდიენტებს იყენებენ. Image result for cantonese foodეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინური სამზარეულოა. გუანდუნგის ხშირად ამბობენ : „ჭამე გუანგჯოუში დააგემოვნე ჩაოჭოუში“. გუანჯოუს – სამზარეულო ცნობილია მაღალი ხარისხის უგემრიელესი ინგრედიენტებით, მზადების უნიკალური ტექნიკითა და მრავალფეროვნებით. ხოლო კლასიკურ კანტონურ მენიუში შედის ჩაშუშული მტრედი, შემწვარი გოჭი, მშრალად შემწვარი ქათამი, გრილზე შემწვარი ღორის ხორცი ტკბილი სოუსით, მოშუშული ბოსტნეულის ასორტი და სხვა მრავალი კერძი.Image result for mount danxia shaoguanტანსიას მთა, რომელიც ზღვისპირა რეგიონის ერთ-ერთი მშვენებაა, შაოკუანიდან 54 კილომეტრში მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 408 მეტრია. მთის დასალაშქრად სამი ზონაა გამოყოფილი. მთის ყველაზე მაღალი წერტილი სიმაღლისა და ადრენალინის მოყვარულებს იზიდავს, მთის ამ მხარიდან ჭანგხაო ხაილუო პაოჭუს ხედები იშლება, შუა ნაწილი კი  პეიჩუანის ტაძარს გადაჰყურებს.Related imageრეგიონში მდებარე ტურისტული ადგილია სუნ ჭუნგშანის (ცნობილი როგორც სუნ იატ-სენი) ყოფილი რეზიდენცია, რომელიც ორსართულიანი აგურისა და ხის კონტრუქციაა და წარმოადგენს ჩინური და დასავლური არქიტექტურის სინთეზს. ნაგებობის ძირითადი ნაწილი აშენდა სუნის უფროსი ძმის დაფინანსებით, შენობა კი მან დაასრულა 1892 წელს. რეზიდენციაში განთავსებულია სხვადასხვა სურათები და კულტურული ღირებულების საგნები, რომელიც სუნ ჭუნგშანის ცხოვრებას და მოღვაწეობას აღწერს.

Image result for guangdong's village„ბრწყინვალე ჩინეთი“ არის ჩინეთის  კაშკაშა მინიატურული სცენური და ისტორიული სურათების ადგილი. მისი ფართობი 330 000 კვ.მ და მოიცავს ჩინეთის ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას, უძველეს არქიტექტურასა და ფოლკლორს. ხალხური კულტურის სოფელი, რომელიც 200 000კვ.მ გადაჭიმული, „ბრწყინვალე ჩინეთის“ გვერდითაა. Image result for shenzhen skylineეს არის ჩინეთის პირველი, ფართომასშტაბიანი კულტურული ტურისტული ადგილი. აქ გაერთიანებულია ხალხური მუსიკა, ადათ-წესები და არქიტექტურა. აქ წარმოდგენილი 25 სოფელი, იქ მცხოვრები 22 ეროვნებით, აგებულია 1:1 პროპორციით. მინიატურული სოფელი, „ჩინური ხალხური მეზეუმის“ ტიტულს ატარებს.

[:]