აპრილი20 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"საზოგადოება: ჩინეთის ეროვნული უმცირესობების დღესასწაულები

[:ka]საზოგადოება: ჩინეთის ეროვნული უმცირესობების დღესასწაულები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთში 56 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.   ყოველ მათგანს აქვს თავისი განსაკუთრებული ჩვეულებები, ცხოვრების წესი თუ ჩაცმის სტილი…  ისინი თავიანთი უნიკალურუბით  ჩინეთის კულტურას მეტად მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდიან.  ამ სტატიაში მოგიყვებით დღესასწაულების შესახებ, რომელთაც მხოლოდ კონკრეტული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

ფოშუეი ანუ წყლის შესხმის დღესასწაული ანუ ახალი წელი, რომელსაც ტაის ეროვნული უმცირესობა აპრილის თვეში აღნიშნავს და ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან საინტერესო სანახაობას ქმნის. ამ დღესასწაულს ტაის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ადრეული დილიდანვე ზეიმობენ. გამორჩეულ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები, შუახნის ასაკის ადამიანები თუ მოხუცები ჯერ ტაძრისაკენ მიემართებიან ბუდას ქანდაკებისათვის წყლის შესასხმელად. შემდგომ ერთმანეთისათვის წყლის შესხმის დრო დგება. შესხმის დროს ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას უსურვებენ. ვინც უფრო მეტად დასველდება, უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი იქნება მომავალში. ფოშუეის დღესასწაული ჩვეულებრივ  3–დან 7 დღემდე გრძელდება.

ხუოპა ანუ ჩირაღდნების დღესასწაული მთვარის კალენდრის მეექვსე თვის 24 რიცხვში აღინიშნება  ეროვნული უმცირესობის მიერ. ამ დროს ყოველი ოჯახი თავისი სახლის წინ ანთებს ჩირაღდანს. საღამოს კი უერთდება დიდ მსვლელობასა და ზეიმს. მონაწილეები ჩირაღდნებით ცდილობენ ცის განათებას, რაც მათი რწმენით,  ბედნიერებისა და იღბლის მომტანი იქნება.

ნატამუს დღესასწაული – მონღოლების ეროვნული უმცირესობა წელიწადში ერთხელ მოსავლის აღებას განსაკუთრებულად ზეიმობს. ნატამუ ეროვნული უმცირესობის ენაზე გართობასა და თამაშს ნიშნავს. ამ დღესასწაულს მრავალი წლის ისტორია აქვს. მთვარის კალენდრის მეექვსე თვის 4 რიცხვში (დაახლოებით ივლისის თვეში) მონღოლები ვრცელ მინდორში სხვადასხვა შეჯიბრებას აწყობენ.შეჯიბრებები სულ სამი სახისაა: ისრის ტყორცნა, ჯირითი და ჭიდაობა. ღამის დადგომისას კი კოცონის გარშემო მუსიკას უკრავენ, მღერიან და ცეკვავენ მხიარულად.  ეს დღესასწაული არამხოლოდ მოსავლით გამოწვეული  ზეიმის აღნიშვნის საშუალებას იძლევა, არამედ ახალგაზრდებს აქვთ შანსი, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

ყოველი ეროვნული უმცირესობის მნიშვნელოვანი დღესასწაული საშუალებას გვაძვლევს უფრო კარგად გავიაზროთ, თუ როგორი ფასეულობებით ცხოვრობენ ეს  ადამიანები და როგორი ცხოვრების წესი აქვთ მათ. მათი გაცნობა გვეხმარება დავინახოთ ჩვენგან განსხვავებული სამყარო, რაც ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილებაა…

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები