აპრილი20 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები

[:ka]საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

საქართველოსა და ჩინეთს ერთმანეთთან ახლო კომუნიკაცია და კოორდინაცია აქვთ საერთაშორისო საკითხებზე. ესმით და მხარს უჭერენ ერთმანეთს ისეთ საკითხებში, რომლებიც ორივე ქვეყნის ძირითად ინტერესებს ეხება. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება, შედეგად კი იზრდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა და თანამშრომლობა ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მეოცე საუკუნეში სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ 3.7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, თუმცა ბოლო წლებში ჩინეთის დაინტერესება ჩვენი ქვეყნით საგრძნობლად გაიზარდა, თუ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეს გამოიხატებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩინური კრედიტებით , ბოლო წლებში ჩინეთი უკვე თავად გვევლინება ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად და მოთამაშედ.   “შუა სამეფო” უკვე საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია, თურქეთის და აზერბაიჯანის შემდეგ. თუ 2006 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 115 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, 2014 წლისთვის ის 820 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 2014 წელს საქართველოდან ექსპორტი 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1800 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (FDI) 2011 წლისთვის ის 9.6 მილიონ ამერიკულ დოლარის ნიშნულზე იყო, 2014 წელს კი 200 მილიონს მიაღწია. უკვე 2016  წლის იანვარ-თებერვალში  სავაჭრო ბრუნვამ 109,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს სრული სავაჭრო ბრუნვის 7,7% შეადგენს. ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის. 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 122%-ით გაიზარდა. სულ ჩინეთში 2015 წელს 2,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც ღვინის მთელი ექსპორტის 7,4 %-ს შეადგენს. 2016 წლის დასაწყისიდან ჩინეთში 371,3 ათასი ბოთლი გავიდა.

დღეისათვის ჩინეთი უკვე შეგვიძლია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორად მივიჩნიოთ, თუმცა ჩინეთის ინტერესი კიდევ უფრო ძლიერდება და ეს ციფრები მომავალში საგრძნობლად გაიზრდება.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები