Home კულტურა უ’ჭენი: დელიკატესები “თევზისა და ბრინჯის მამულიდან”

[:ka]უ’ჭენი: დელიკატესები “თევზისა და ბრინჯის მამულიდან” [:]

0
5305

[:ka]

გურმანთა სამეფო უ’ჭენი, მდიდარი ნატურალური ადგილობრივი პროდუქტებით, ტრადიციული ჩინური კერძების ნაირსახეობით არის მდიდარი.

უძველესი წყლის ქალაქი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. ყოველწლიურად ამ ადგილს 7 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ჭეძიანგის პროვინციაში მდებარე უ’ჭენი არსებობის 1300 წელს ითვლის. ულამაზესი ბუნება და მასში ჩაფლული უძველესი ჩინური ტრადიციული სახლები გულგრილს არავის ტოვებს. ბუნებრივ სილამაზესთან ერთად ქალაქი მდიდარი სამზარეულოთიც გამოირჩევა. აქაურ სამზარეულოში შედის თევზეული, გამაგრილებელი სასმელები და სხვა დელიკატესები.

Wuzhen: Delicacy in the 'land of fish and rice'

ნოყიერი თევზი ჰაეროვანი შიგთავსით

განსაცვიფრებლად სუფთა თევზი აქაური წყლების ძირითად პროდუქტად მიიჩნევა. უ’ჭენის  თევზი პაიშუნი ქალაქის გამორჩეული დელიკატესია. პაიშუნის ხორცი გლუცი, მშრალი და ბუნებრივად ტკბილია. თევზს შემოგთავაზებენ მოხარშულს, შემწვარს ან ორთქლზე დამზადებულს. სამივე შემთხვევაში კერძი გამორჩეულ გემოს ინარჩუნებს.

Wuzhen: Delicacy in the 'land of fish and rice'

მოშუშული ცხვრის ხორცი სოუსში

მოშუშული ცხვრის ხორცი მოწითალო ფერისა და გამორჩეული გემოს კერძია უ’ჭენში. კერძს სპეციალურად შერჩეული ნაკლებად ცხიმიანი ცხვირს ხორცისაგან ამზადებენ. ასევე, ცხვარს უნდა ჰქონდეს თხელი და რბილი კანი. წვნიანი კერძი საუკეთესო საჭმელია ზამთრის პერიოდში.

Wuzhen: Delicacy in the 'land of fish and rice'

ტკბილი ბრინჯის ნამცხვრები 

ბრინჯი უ’ჭენის სამზარეულოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ტინგშენგის ნამცხვარს წებოვანი ბრინჯისგან ამზადებენ. ჩვეულებრივ, შიგთავსი წითელი ლობიოს პასტისა და ტკბილი სურნელოვანი ოსმანტიისაგან მზადდება, რაც მას დელიკატურად ტკბილსა და ფაფუკს ხდის.

[:]

NO COMMENTS