აპრილი15 , 2024
კულტურაფვენგ შუის ჰარმონია

[:ka]ფვენგ შუის ჰარმონია [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ფვენგ შუი (ცნობილი, როგორც ”ფენშუი”) სიტყვა-სიტყვით, ითარგმნება, როგორც “ქარი წყალი”. ეს გეოგრაფიული თავისებურებების გამოკვლევის მეთოდია, რომელიც საცხოვრებელი ბინის, ქალაქების და სხვადასხვა ადგილების  შერჩევაში, ნიადაგის და წყლის შესწავლის მეთოდით გამოიყენება. მისი ძირითადი კონცეფცია არის ჰარმონიული თანაარსებობა ადამიანებსა და ბუნებას შორის.

ისტორია

[ფოტო/fengshuistyle]

ფვენგ შუის ძალიან გრძელი ისტორია აქვს, ყველაზე ადრე  ჭოუს დინასტიის (1046-256 ძვ.ფ) დროს დაიწყო,  ადამიანები ნიადაგზე დაკვირვების და  წყლის მოსინჯვის მეთოდს იდეალური ბაზის  ასარჩევად იყენებდნენ. შეურიგებელი სახემწიფოების პერიოდში, (475-221 ძვ.წ) ცინის სახელმწიფოს, ცნობილმა სამხედრომ და პოლიტიკოსმა  იან ძუნძიმ მომავალი, გეოგრაფიულ თავისებურებებზე დაკვირვებით იწინასწარმეტყველა.

ხანის დინასტიის (202 ძვ.წ- 220 ახ.წ) დროს ფვენგ შუის მთავარი  თეორიები ჩამოყალიბდა, გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით. სუნგის დინასტიის (960-1279 ახ.წ) დროს  ადამიანები ფვენგ შუის, როგორც ჰოროსკოპს ისე აღიქვამდნენ.

სხვადასხვა სკოლები

[ფოტო/fenshuischool]

დროთა განმავლობაში ფვენგ შუი სხვადასხვა სკოლებად გარდაიქმნა. არსებული ორი  მთავარი სკოლა – სინგშის და ლიცის სკოლა.

სინგშის (Xingshi) სკოლა მთებისა და მდინარეების შესწავლაზე და არქიტრექტურისთვის ადგილის არჩევაზე ფოკუსირდება.   მთავარი მეთოდი  ნიადაგის გამოცდა და წყლის მოსინჯვაა, ამბობენ, რომ სახლები მთის ძირში უნდა აშენდეს, რომელის გარშემოც მთები,მზე და წყალი იქნება.

ლიცის (liqi) სკოლა უფრო დიდ ყურადღებას არქიტექტურის პოზიციასა და განლაგებაზე ამახვილებს, 8 დიაგრამის და 12  მიწიერი ფილიალს, რომელიც “ The Book of Changes” – დან და ასტრონომიიიდან მოდის. ლიცის სკოლის ცნობილი ხელსაწყო ფვენშუის კომპასია. ისტორიულად, ცნობილი ფვენშუის ექსპერტები ორივეს- სინგშის და ლიცის თეორიების მცოდნეები იყვნენ.

მთავარი პრინციპი

[ფოტო/pixabay/AlexanderStain]

არ აქვს მნიშვნელობა ფვენგშუის რომელი სკოლაა, ისინი ყველა  ერთ მთავარ პრინციპს ერყრდნობიან, მშენებლობისთვის ისინი, ადგილობრივი პირობების მიხედვით, მთების საპირისპირო, მზისა და წყლის წინ, სამხრეთით მდებარე უბანს ირჩევენ, მთავარია- ჰარმონია.

ფვენგ შუის დეკორაცია

[ფოტო/pixabay]

ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება, რადგან წარმატებას გულისხმობს: ჯანმრთელობის, ფინანსური, კარიერული და ურთიერთობების სფეროებში.  შავ სულს განდევნის და ტაბუებს ამსხვრევს.

ფვენგ შუი და არქიტექტურა

[ფოტო/frontop]

როდესაც ვსაუბრობთ ჩინურ არქიტექტურაზე, განსაკუთრებით უძველეს არქიტექტორულ შენობებს ვიხსენებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფვენგ შუი, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ფვენგშუი ანტიკური ჩინური არქიტექტურის მთავარი ნაწილია, რომელსაც თანამედროვეობაშიც აქტიურად იყენებენ.

არგუმენტები

[ფოტო/knowfengshui]

მდიდარი ისტორიის მიუხედავად, რამდენიმე ფვენგშუის თეორიას თანამედროვე  მეცნიერება ვერ ხსნის და ამიტომ, ბევრი მას ცრურწმენად მიიჩნევს, როგორც ჩინეთის არქიტექტორული განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს.

მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს არის: ინტერდისციპლინარული გეოფიზიკის ნაწილი, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, არქიტექტურა და ეკოლოგია. მიუხედავად ორი შეხედულებისა, ჩინეთს იმ ფაქტის უარყოფა არ შეუძლია, რომ ჩინეთის  უძველესი არქიტექტურა ფვენგ შუის შექმნილია.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები