აპრილი23 , 2024
სპორტიფიტნეს ინსტრუქტორი - ჯანსაღი და უსაფრთხო ვარჯიშების გეგმა

[:ka]ფიტნეს ინსტრუქტორი – ჯანსაღი და უსაფრთხო ვარჯიშების გეგმა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

8 აგვისტოს წარადგინეს ჩინეთის პირველი ნაციონალური ფიტნეს მეგზური, რომელმაც ხელმისაწვდომი მეგზურობა უნდა გაუწიოს და დააკმაყოფილოს ფიტნეს-მოყვარულების  მზარდი რიცხვი ქვეყნის მასშტაბით.

გზამკვლევს ჩინეთის სპორტის გენერალური ადმინისტრაცია ძალიან მალე გამოაქვეყნებს. ის ასევე სკოლებსა და ფიტნეს ცენტრებში იქნება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოემსახურება, როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახით.

[ფოტო/CCTV.com]

გზამკვლევი სხვადასხვა ვარჯიშების უპირატესობებს და უფროსი ასაკის ადამინებისთვის განკუთვნილ სავარჯიშო სქემებს წარმოგვიდგენს – სიხშირე, ხანგრძლივობა, ინტენსიურობის მაჩვენებელი – ეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომ სასურველი ფორმები სათანადო გზით მიიღონ.

სქემები ინდივიდუალურ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას ითვალისწინებს და ადამიანებს, სასურველი ფიტნეს მიზნების უსაფრთხოდ განხორციელებაში ეხმარება.

“მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა, ინფორმაციის ნაკლებობა, იმის შესახებ, რომ ეს არის მეცნიერება და არ არის მხოლოდ ჩვევა,  ცუდი გავლენა აქვს ვარჯიშებზე” – განაცხადა თიენ იე-მ, პეკინის ფიზკულტურის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორმა.

“ საზოგადოებისთვის გზამკვლევის გამოქვეყნება სასწრაფოა” – განაცხადა თიენ-მა.

ქალაქი წუნ’ი, კუიჭოუს პროვინცია. 2017 წლის 7 აგვისტო. [ფოტო/Xinhua]

CISS – ის მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ ფიტნესის შესახებ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით,  მკვლევარების ჯგუფმა  უხანის ფიზიკური განათლების ინსტიტუტიდან და შანხაის სპორტის უნივერსიტეტიდან ჯანმრთელობის შემოწმების და 5 მსხვილი ეფექტური და პრაქტიკული  ვარჯიშის კატეგორია შეისწავლეს, მათ შორისაა: სიმძიმის აწევა, გულ-სისხლძარღვთა გასაუმჯობესებელი ვარჯიშები და ბურთით თამაში.

“თვითშეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ მაშინ ივარჯიშებ, როდესაც საჭირო იქნება, სათანადოდ და უსაფრთხოდ, თუ გაიგებ სად ხარ ახლა და სად გინდა, რომ იყო” – განაცხადა იუენ ხუნგმა, სპორტის მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ.

ბოლო ნაციონალური ვარჯიშის მიმოხილვის მიხედვით, 81828 ადამიანიდან 47%  გზამკვლევისა და ტრენერების დახმარების გარეშე ურჩევნია ვარჯიში მაშინ, როდესაც 32% ითვაისწინებს არაპროფესიონალი მეგობრებისა და კოლეგების ფიტნეს რჩევებს.

ვარჯიშისადმი თავდაჯერებული მიდგომა ენთუზიასტებისთვის სასიკვდილო რისკებთან არის დაკავშირებული. არასწორმა  მიდგომებმა დრო და დრო შორ მანძილზე მორბენალი ადამიანების სიკვდილი წინა პლანზე წამოწია.

2017 წლის 8 აგვისტო.
[ფოტო/Xinhua]

ყოველკვირეული ვარჯიში ფიტნეს ინსტრუქტორის გზამკვლევში განთავსდება, სხვადასხვა სპორტის მოძრაობების კომბინირება და საწყისი დონიდან მაღალზე გადასვლა გზამკვლევის მეთოდია. ეს მეთოდი მწვრთნელებმა დადებითად და ეფექტურად შეაფასეს.

“გოგონა, რომელსაც უნდა რომ მხოლოდ დაიკლოს წონაში სხვა სტრუქტურა სჭირდება, მარათონისთვის მომზადებას კი სხვა გზამკვლევი, რომელიც ნებისმიერი მდგომარეობას ითვალისწინებს, შედეგს აუცილებლად გამოიღებს” განაცხადა იანგ პინმა, “Now Fitness”-ის სატრენაჟორო დარბაზების ქსელის მფლობელმა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები