მარტი25 , 2024
ბლოგიქორწილია! ქორწილი! (გაგრძელება 2/2)

[:ka]ქორწილია! ქორწილი! (გაგრძელება 2/2)[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვფიქრობდი როგორ დროს ატარებდა დედალი და მამალი ყუთში? ან დილის 8 საათზე რატომ უნდა ვყოფილიყავით მაყრიონი ჯოჯოსთან?

დილას, ნახევრად მძინარეებმა შევაღეთ ჯოჯოს ოთახის კარი მე და საბამ. დავინახეთ თეთრი უზარმაზარი კაბა, ვიზაჟისტი, დიზაინერი, ფოტოგრაფი, მეგობარი. ჩვენ, მე და საბას არაფერს გვეუბნებოდნენ, ალმაცერად გვიყურებდნენ, თითქოს გვანიშნებდნენ თქვენი დროც მოვაო. ჩვენც, გურული სტუმრებივით ხან აქედან ვეცით პატარძალს ხან იქიდან რაში მოგეხმაროთო, რომ მივხვდით ჩვენი დროც მალე დადგებოდა, ჩამოვსხედით სავარძელში,სანამ კარზე ვიღაცის ძლიერი ბრახუნი არ შემოგვესმა. წამოგვყარეს და გვითხრეს კარი თქვენ უნდა გაამაგროთო, სანამ სიძე საკმარის თანხას არ დაასახელებს მანამდე პატარაძალს ვერ მიიღებსო. თავიდან გავოცდით, მერე ისე შევედით ეშხში მგონი სიძის ოჯახი გავაკოტრეთ. ოთახს შიგნიდან ჩვენ ვამაგრებდით, მთავარ როლში მე და საბა ვიყავით, როგორც პატარძლის ე.წ. მშობლები. მეორე მხრიდან სიძე და მისი მხლებლები გაშმაგებული ყვიროდნენ სანამ ორივე მხარე სასურველ თამასაზე არ შევჯერდით.

 

ამასობაში სანამ ვვაჭრობდით, ჯოჯოს ორივე ფეხსაცმელი გადავმალეთ სხვადასხვა ადგილას. ჯონსი (სიძე) შემოვარდა და დაიწყო ფეხსაცმლის ძებნა. დაახლოებით 10 წუთიანი ძებნა/თამაშის შემდეგ ორივე წყვილი ნაპოვნი იყო, ფულიც გადახდილი, მამალი და დედალი ერთ ყუთში გადასმული და ერთმანეთზე ფეხებით გადაბმული.

უკვე დრო იყო ყველანი სიძის სახლისკენდავძრულიყავით. მე და საბა კვლავ გაოცებით ვიყურებოდით, თვალები 10-ჯერ უფრო დიდი გვიჩანდა. ვეკითხებოდით სიძე-პატარძლის მეგობრებს ახლა რა მოხდებაო? ისინიც მხრებს იჩეჩდნენ, არ ვიცითო, ყველა პროვინციას თავისი ტრადიცია აქვსო.

მივედით ჯონსის მშობლების სახლში, ნეფეს პატარძლის ფეხსაცმელი ხელში ეჭირა ნიშნად იმისა რომ პატარძლის გულიც და ფეხიც მოგებული ქონდა. ჯოჯო და მისი სტილისტი ოთახში შევარდნენ, ტრადიციულ წითელი საქორწილო კაბაში გამოსაწყობად.

 

შემდეგ ჯოჯომ და ჯონსმა მთელი სოფლისა და ნეფეს მშობლების წინაშე მუხლზე მოიყარეს თავი. სოფლის თავკაცი ყველა სტუმრის გვარს სათითაოდ აცხადებდა და ასახელებდა თანხას, რომელიც მათ ახალდაქორწინებულების ოჯახისთვის გაიღეს. ნეფე-პატარძალი მუხლებზე იდგა მთელი სოფლის წინაშე, ყოველ გამოცხადებაზე თავს ძირს ხრიდა და პატივს მიაგებდა თითოეულსტუმარს.

წითელ-ლოყება ბავშვები, პირ-მოთხუპნულები, კამფეტებით აქეთ-იქით დარბოდნენ. ციდან მართლა კამფეტები ცვიოდა, ვისაც არ დაეზარებოდა ჰაერში მუჭა-მუჭა ტკბილეულს ისროდა და ჩვენც დავქროდით ქათმებივით, საკენკს რომ გადაუყრი.

შემდეგ ყველანი სასაფლაოსკენ გავეშურეთ, პატივი მივაგეთ წინაპრებს, მივულოცეთ შთამომავლის გაბედნიერება და ბოლოს სუფრასთან დავბრუნდით. ორ საათიანი ღრიანცელის, ჭამისა და თრობის შემდეგ უკვე შუადღის 3 საათი იყო. რაც ნიშნავდა, რომ ჩვენი მატარებელი მალე გადიოდა. ქორწილიც ამასობაში დასასრულს მიუახლოვდა. ყველას პირზე კოცნით დავემშვიდობეთ დაპეკინისკენ გამოვეშურეთ.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა…

#სინომედიაბლოგი #თინისბლოგი #ახალირუბრიკა #სინომედიაბლოგერი #სინომედია #SinomediaBlog #SinomediaBlogger #Sinomedia #Tradition #Wedding #TinasBlog #China

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები