Home პერსონა ყველა დროის 10 საუკეთესო ჩინელი მსახიობი

[:ka]ყველა დროის 10 საუკეთესო ჩინელი მსახიობი[:]

0
5458

[:ka]

ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც ცნობილია საბრძოლო ფილმების წარმოებით. მისი ფილმები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. მსახიობთა თამაშის განსაკუთრებული უნარის გამო ხალხს უყვარს საბრძოლო ხასიათის ფილმები. გაგაცნობთ იმ ჩინელ მსახიობებს, რომლებიც საქვეყნოდ არიან ცნობილნი.

10. ვანგ ლიხუნგი

wang leehom, Top 10 Best Chinese Actors of All Time 2017-2018

ვანგს ჩვენი სიის მეათე ადგილი უჭირავს. ის ერთ-ერთი მომხიბვლელი ჩინელი მსახიობია, რომელსაც თაყვანისმცემელთა არმია ჰყავს. ვანგ ლიხუნგი (ჩინ.王力宏 Wáng Lìhóng) დაიბადა 1976 წლის 17 მაისს. ის არის ცნობილი მსახიობი, პროდიუსერი და წარმატებული კომპოზიტორი. მისი მაღალი ხარისხის შესრულების  და ნიჭის გამო, ვანგს მოპოვებული აქვს პრიზი სამ ნომინაციაში.

9. ხუანგ სიაომინგი

huang-xiaoming-top-10-most-famous-chinese-actors-of-all-time-2017-2018

ხუანგ სიაომინგი (ჩინ.黃曉明 Huáng Xiǎomíng) არის კიდევ ერთი მომხიბვლელი და ცნობილი ჩინელი მსახიობი, რომელიც თამაშობს ბევრ კინოფილმსა და ადგილობრივ სატელევიზიო შოუში. მსახიობის კარიერის დაწყებამდე, მას არ აკლდა პოპულარობა და არც თაყვანისმცემელთა რიცხვს უჩიოდა. ის არის ჩინეთის წარმატებული ინჟინერის ერთადერთი ვაჟი. 2016 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი ოცნება იყო გამხდარიყო მეცნიერი, თუმცა სამსახიობო ნიჭის გამოჩენის შემდეგ, მან პროფესიად მსახიობობა აირჩია.

8. ჭაო პენშანი

zhao-benshan-top-10-best-chinese-actors-of-all-time-2019

ეს შესანიშნავი მსახიობი 59 წლისაა. ჭაო პენშანი (ჩინ.赵本山 Zhào Běnshān) ცნობილია კომედიური ჟანრის ფილმებიდან. მსახიობმა აღიარება 1990 წელს მოიპოვა. მისი ერთ-ერთი ადგილობრივი პროგრამა სატელევიზიო არხის ეთერში 11 წლის განმავლობაში გადიოდა. სატელევიზიო პროგრამების გარდა მას უამრავ წარმატებულ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა. ჭაო პენშანის პოპულარობა გაორმაგდა მას შემდეგ, რაც ის ერთ-ერთ საუკეთესო ჩინელ მსახიობად აღიარეს.

7. დონი იენი

donnie-yen-chinese-actors-2017-2018

დონი იენი (ჩინ. 甄子丹 Zhēnzidān) დაიბადა 1963 წლის 27 ივლისს. ადამიანთა უმრავლესობამ ის ისეთ მსახიობებთან ერთად გაიცნო, როგორებიც არიან ჯეკი ჩანი, მიშელ იეოჰი (ჩინ. 杨紫琼 Yáng Zǐqióng) და ჯეტ ლი. იუენი ითვლება ჩინური ფილმების მეფედ. მიუხედავად მისი ასაკისა ის მაინც ინარჩუნებს ძველ სახეს და არ კარგავს მოქნილობას. მისი კინოს საქმიანობა მოიცავს კარატესა და კრივს.

6. ფვენგ სიაოკანგი

feng-xiaogang-popular-chinese-actors-of-all-time-2017-2018

ფვენგი (ჩინ. 冯小刚 Féng Xiǎogāng) კიდევ ერთი საკმაოდ ცნობილი მსახიობია ჩინეთში. გულშემატკივართა სიყვარული მან კომერციულ კინემატოგრაფიაში მონაწილეობით მოიპოვა. მისი მამა იყო კოლეჯის პროფესორი, დედა კი ჩინეთის წამყვან საავადმყოფოებში მედდად მუშაობდა. 1997 წელს ასრულდა მისი ოცნება და გადაიღო ფილმი.  ამ ფილმმა მას კარგი რეპუტაცია და შემოსავალი მოუტანა. ფილმის რამდენიმე ასლი გაიყიდა ჩინეთსა და სხვა ქვეყნაში.

5. ენდი ლაუ

andy-lau-handsome-chinese-actors-of-all-time-2017

მსახიობი დაიბადა 1961 წლის 27 სექტემბერს. გინესის წიგნში ჩაწერილმა მისმა სახელმა, ენდის (ჩინ. 刘德华 Liú Déhuá) უამრავი წარმატება და საქვეყნო აღიარება მოუტანა. გინესის წიგნში ის 2000 წელს შეიყვანეს მოპოვებული 292 ჯილდოს გამო. ის არის ჩინეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.

4. ჯეი ჩოუ

jay-chou-sexiest-chinese-actors-of-all-time-2017-2018

ჯეი ჩოუ (ჩინ. 周杰伦 Zhōu Jiélún) მსახიოობობასთან ერთად, წარმატებული მომღერალიცაა. მისი მუსიკა და ფილმები ცნობილია არა მხოლოდ ჩინეთში არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში. ჩინეთის კინო ინდუსტრიის განვითარებაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

3. იაო მინგი

yao-ming-chinese-actors-2017-2018

იაო მინგი (ჩინ. 姚明 Yáomíng), კიდევ ერთი ცნობილი ჩინელი მსახიობი, NBA- ის წევრიც გახლდათ. ის საუკეთესო ჩინელ მსახიობებს შორისაა. მინგმა მონაწილეობა მიიღო არაერთ ფილმსა და ადგილობრივ სატელევიზიო გადაცემაში. სხვა მსახიობების მსგავსად, მინგს ასევე მოპოვებული აქვს უამრავი ჯილდო და მრავალი ნომინაციის გამარჯვებულია. მსახიობი და ცნობილი კალათბურთელი ეწევა ქველმოქმედებასაც, ის ზრუნავს გარეულ ცხოველებზე.

2. ჯეტ ლი

jet-li-most-famous-chinese-actors-2017-2018

ჯეტ ლი (ჩინ. 李阳中 Lǐ Yángzhōng) ჩინეთის საუკეთესო მსახიობებს შორისაა. იგი გახლავთ კინოპროდიუსერი და წარმატებული მსახიობი. ჯეტ ლიმ ითამაშა წამყვანი როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა “ჯადოქარი”, “თეთრი გველი” და “დრაკონის კარის მფრინავი ხმლები”.

  1. ჯეკი ჩანი

jackie-chan-most-popular-chinese-actors-of-all-time-2017-2018

ჯეკი ჩანი (ჩინ. 成龙 Chénglóng) დაიბადა 1954 წლის 7 აპრილს. მსახიობობასთან ერთად არის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მომღერალი. ჩანი ცნობილია თავისი აკრობატული ჩხუბის სტილითა და კომედიური ნიჭით. გადაღებულია 100-ზე მეტ ფილმში. მსოფლიოში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზიელი მსახიობია.

 [:]

NO COMMENTS