აპრილი15 , 2024
კულტურამეცნიერებაშეძლებენ კი რობოტები ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას?

[:ka]შეძლებენ კი რობოტები ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას?[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, ინტერნეტსა და ე.წ. დამოუკიდებელ მანქანებს, მათ შორის  რობოტებსაც.

29 ივნისს, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციასთან დაკავშირებით გაიმართა ფორუმი, რომელსაც  სუ ძინგხუნგი  სტუმრობდა. სუ ძინგხუნგი ცინგხუა ჰოლდინგის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლდათ, ამჟამად კი მისი თაჯდომარეა.

სუმ ახალგაზრდობა ცინგხუას უნივერსიტეტში გაატარა. იქ დაამთავრა ბაკალავრიატი და მიიღო ინჟინერ-მექანიკოსის ხარისხი. 1994 წელს, 54 წლის ასაკში, უკვე აქტიურად იყო ჩართული ცინგხუას სამეცნიერო პარკის შექმნაში. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი უდიდესი თანამედროვე სამეცნიერო პარკია მსოფლიოში. 2012 წელს სუ გახდა ცინგხუა ჰოლდინგის თავჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით, კომპანიის  აქტივები გაიზარდა 58 მილიარდი იუენიდან (8.49 მილიარდი დოლარი) 350 მილიარდ იუენამდე.  “ინვესტიციების წარმატება არის ის, რაც მე ძალიან მსიამოვნებს,” – განაცხადა მან. სუ ასევე  ნაციონალური დემონსტრაციის ზონის საკონსულტაციო საბჭოს დირექტორის მოადგილეა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სუმ აღნიშნა, რომ რობოტების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვა ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მისი განცხადებით, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უკეთესი ცხოვრების საწინდარია.

ე.წ. მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას მასობრივი უმუშევრობის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ. თავის გამოსვლაში სიმ სწორედ საზოგადოებაში გაბატონებული მსგავსი მღელვარების დაძლევაზეც ისაუბრა. „განათლებამ უნდა მისცეს ხალხს გამბედაობა, ადაპტირდეს ახალ კულტურასათან და მომსახურების სფეროში მუშაობის უნარ-ჩვევები გამოიმუშაოს,“- განაცხადა მან.

გამოსვლის დასასრულ, სუ ძინგხუნგმა აღნიშნა, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისას ძირითადი აქცენტი ხალხზე კეთდება. მეოთხე ინდუსტიული რევოლუციის, კერძოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზანი გახლავთ ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის ბევრად მეტი შესაძლებლობის მიცემისა, რომ დრო უფრო ნაყოფიერად, საკუთარი თავის განვითარებას დაუთმონ. ეს კი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტრადიციულ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება, ქარხნის ან კომპანიის გამართულად ფუნქციონირება მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული, შეიცვლება და წარმოებაში რობოტები ჩაერთვებიან.

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები