Home ბიზნესი ჩენგტუ ჩინეთში ყველაზე მაღალი შენობის აშენებას გეგმავს

[:ka]ჩენგტუ ჩინეთში ყველაზე მაღალი შენობის აშენებას გეგმავს[:]

0
4621
[ფოტო/Chinda Daily]

[:ka]

ახალი ცათამბჯენის სიმაღლე 677 მეტრი იქნება, რომელიც  სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ს’ჩუანის პროვინციაში, ჩენგტუში აშენდება.

სახალხო რესურსების გაცვლითი ცენტრის ინფორმაციით, შენობის სიმაღლე ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალამ  და სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ უნდა დაამტკიცოს.

საერთო მიწის ფართობი 199 596 კვადრატული მეტრია, აუქციონის ფასი 7.7 მილიონი იუენიდან ($1.16) დაიწყება.

თუ პროექტი დამტკიცდება, ეს შენობა ყველაზე მაღალი იქნება ჩინეთში, 633 მეტრიან Shanghai Tower – ზე  45 მეტრით მაღალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობებს შორის მეორე ადგილზეა, დუბაის 828 მეტრი სიმაღლის Burj Khalifa Tower – ის შემდეგ.

ჩენგტუში მიმდინარეობს 468 მეტრიანი შენობის Chengdu Greenland Tower  – ის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება და ქალაქში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს მოიპოვებს.

[:]

NO COMMENTS