Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" ჩინეთის კლიმატი

[:ka]ჩინეთის კლიმატი[:]

0
4150

[:ka]

ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხელსაყრელი კლიმატური პირობებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სახის კულტურის მოყვანის საშუალებას იძლევა.

ჩინეთში არსებობს ექვსი ტემპერატურული ზონა:

  1. ცივი ტემპერატურული ზონა: ხეილუნგძიანგის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილი და შიდა მონღოლეთი (წარმომადგენელი ქალაქი: ხარპინი)
  2. საშუალო ტემპერატურული ზონა: ძილინი, ჩრდილოეთ სინძიანი, ხეილუნგძიანგის უმეტესი ნაწილი, ლიაონინგი და შიდა მონღოლეთი (წარმომადგენელი ქალაქები: პეკინი, ტალიანი, ურუმჩი, ლანჭოუ და სხვ.)
  3. თბილი ტემპერატურული ზონა: შანტუნგის, შანსის, შაანსის და ხეპეის პროვინციები (წარმომადგენელი ქალაქები: სიანი, თაიიუენი, ძინანი, ცინტაო და სხვ.)
  4. სუბტროპიკული ზონა: ცინგხაი-ტიბეტის მთიანეთის აღმოსავლეთი (წარმომადგენელი ქალაქები: შანხაი, ჰონგ-კონგი, მაკაო, ხანგჭოუ, სუჭოუ და სხვ.)
  5. ტროპიკული ზონა: ხაინანის პროვინცია და სამხრეთ თაივანი (ჩინეთის უდიდესი კუნძულები), კუანგტუნგი და იუნანის პროვინცია (წარმომადგენელი ქალაქები: ხაიქოუ და სანია)
  6. მთიანეთის კლიმატური ზონა: ცინგხაი-ტიბეტის მთიანეთი (წარმომადგენელი ქალაქი: ლჰასა)

ნალექების რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყანა პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. გამყოფი ხაზი გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. არიდულ ზონებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ნალექიანობა 100 მმ-ს არ აღემატება, ხოლო ყველაზე უხვნალექიანია კუნძული თაივანი, 2000 მმ. ჩინეთისთვის დამახასიათებელია ხშირი წყალდიდობები და გვალვები. მაგალითად, ძვ. წ. 206 წლიდან 1987 წლამდე ქვეყანაში 1995 წყალდიდობა მოხდა. ამ პერიოდში მდინარე ხუანხემ 1 500-ჯერ გაარღვია ჯებირები და დატბორა უზარმაზარი ტერიტორიები. მან 26-ჯერ შიეცვალა თავისი კალაპოტი. წელიწადში საშუალოდ 7-ჯერ ტაიფუნის დამანგრეველი ძალა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის სანაპირო რაიონებს.

 [:]

NO COMMENTS