აპრილი17 , 2024
პოლიტიკაჩინეთის როლი მნიშვნელოვანია კორეის ნახევარკუნძულის პრობლემის მოგვარებისათვის

[:ka]ჩინეთის როლი მნიშვნელოვანია კორეის ნახევარკუნძულის პრობლემის მოგვარებისათვის[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

შეერთებული შტატები თვლის, რომ ჩინეთმა მნიშვნლოვანი ნაბიჯები გადადგა კორეის ნახევარკუნძულის დაძაბული სიტუაციის განსამუხტად.

პრეს – კონფერენციაზე აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის რექს ტილერსონის, სამხრეთ-აღმოსვლეთ აზიაში მოახლოვებულ ვიზიტთან დკავშირებით, მოქმედმა თანაშემწემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მ დაინახა “მნიშვნელოვანი … გულახდილი, უპრეცედენტო ნაბიჯები” ჩინეთის მხრიდან, რაც კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (DPRK) ზეწოლის გაზრდით გამოიხატებოდა.

“ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს ჩინეთთან – კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან განთავიუფლებაა,”- განაცხადა ტორნტონმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უკვე მეორედ უარყო, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადება, რომ ჩინეთი მხოლოდ საუბრით შემოიფარგლება და არაფერს აკეთებს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად.

2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ტილერსონმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღების მიზნით ჩინეთთან პარტნიორობა სურს და აშშ არ ადანაშაულებს ჩინელებს კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობისთვის.

ტილერსონის შენიშნვები, რამდენიმე დღის შემდეგ გახმოვანდა, რაც  კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) ერთი თვის შემდეგ მეორედ ჩაუშვა. კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაადასტურა სატესტო სროლა ICBM-ისა, რომელსაც შეერთებული შტატების მთელი ტერიტორიის გადაფარვა შეუძლია.

ჩინეთი ყოველთვის ცდილობდა, მოლაპარაკებების მეშვობით გადაეჭრა კორეის ნახევრკუნძულის პრობლემა. გაეროში ჩინეთის დელეგატის ლიუ ძიეის განცხადებით, ჩინეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების დარღვევის მოწინააღმდეგეა, მათ შორის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული და ბალისტიკური იარაღის გამოცდის.

ჩინეთი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას დაჟინებით სთხოვს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე არ გაამწვავოს არსებული მძიმე მდგომარეობა.

გაეროში ჩინეთის ელჩის განცხადებით, ისინი რეგიონული მშვიდობის მისაღწევად მუშაობენ.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები