ჩინეთი ადგილობრივ ფინანსურ ინდუსტრიაში უცხოელების მფლობელობაზე შეზღუდვებს 2020 წლიდან შეამცირებს – მოსალოდნელზე ერთი წლით ადრე. ეს განცხადება ქვეყნის პრემიერმა ლი ქეციანგმა სამშაბათს გააკეთა. პრეზიდენტ სი ძინფინგსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის დადებული მორიგი ზავიდან რამდენიმე დღეში.

მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ ლის პირდაპირ არც შეერთებული შტატები და არც სავაჭრო ომი საკუთარ სიტყვაში არ უხსენებია ტალიანში გამართულ ფორუმზე. თუმცა, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩინეთი გახსნის საზღვრებს უცხოელი ინვესტორებისვის.

პრემიერ ლის განცხადებით, რომელიც პრეზიდენტის შემდეგ პირველი პირია ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნებმა უნდა გამონახონ საერთო ინტერესები და გაუმკლავდნენ არსებულ რეალობას, რომელშიც მუდმივად მზარდი რისკებია.

“შენელებული მსოფლიო ეკონომიკისგან შექმნილი წნეხის გამო, ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ. ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ პარტნიორული სულისკვეთება, გავიაროთ თანაბარი კონსულტაციები და გამოვძებნოთ საერთო ინტერესები, რათა გადავფაროთ არსებული განსხვავევები და გავაკონტროლოთ კონფლიქტები”,- განაცხადა პრემიერმა ლიმ.

Image result for li keqiang summer davos

The Summer Davos-ის ფორუმი, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც Annual Meeting of the New Champions of the World Economic Forum, გახლავთ ფორუმი, სადაც ჩინელი მაღალჩინოსნები პოზიტიურ მესიჯებს აგზავნიან საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის. ამის მიუხედავად, პრემიერ ლის სიტყვა არ იქნა გადმოცემული პირდაპირ ეთერში ჩინურ სამთავრობო არხებზე.

ფორუმი გახლავთ მოვლენა, როცა ჩინეთი იზიდავს უცხოულ ინვესტორებს და ამყარებს ბაზარს. წელს ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა, როცა ბევრი უცხოური ბიზნესი ფიქრობს ჩინეთის დატოვებას, რათა პეკინისგან და ვაშინგტონისგან დაწესებულ ტარიფებს აარიდოს თავი.

პრემიერი ლი იყო პირველი ჩინური მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც გამოვიდა სიტყვით G20 სამიტზე დადებული ზავის შემდეგ. ჩინურ მედია საშუალებებს ეს მოვლენები ფართოდ არ გაუშუქებიათ, რადგან მხარეებს შორის ჯერაც ბევრი რამ დარჩა შესათანხმებელი. მათ შორის იმ სექტორების “შავი სია”, სადაც აკრძალულია უცხოური ინვესტიციები, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემა და გამჭირვალე და მოსალოდნელი რეგულაციები. პრემიერ ლის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, შემსუბუქებული რეგულაციები საკუთარ ჩინურ ბიზნესებზე სრულ კონტროლს მისცემს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა JP Morgan Chase, Morgan Stanley, UBS, CrediT Suisse, Namura და ა.შ.

Image result for china tax cut

Bank of Communication-ის უფროსი მკვლევარის, ვუ ვენის განცხადებით, ჩინური მხარის ეს სვლა გაზრდის ჩინური ბაზრის მიმართ უცხოური ინვესტორების და ფინანსური ინსტიტუტების ნდობას და შესაბამისად ინვესტიციებს. ორი დღის წინ კი ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ იმ სექტორების რაოდენობა, რომელშიც აკრძაულია უცხოური ინვესტიციები 48-დან 40-მდე შეამცირა. პრემიერ ლის განცხადებით ჩინეთ არც მკვეთრ მონეტარულ და ფისკალურ სტიმულებს გამოიყენებს. მთავრობა მიენდობა ბიზნესებსა და წინა თვეებში შემცირებულ გადასახადებს. ასევე შემცირებულ გადასახადებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე, რომლებიც ძალაში შევიდა გასული წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში.