მარტი28 , 2024
პოლიტიკაჩინეთის რესპუბლიკის ხუნანის პროვინციაში ქართველი ფერმერები გადამზადებას გადიან

[:ka]ჩინეთის რესპუბლიკის ხუნანის პროვინციაში ქართველი ფერმერები გადამზადებას გადიან[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ხუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთის რესპუბლიკის ხუნანის პროვინციაში გადიან.

პროექტის ფარგლებში, ერთთვიან ტრენინგში 30 ქართველი ფერმერი და დაინტერესებული პირია ჩართული. ამის შესახებ, ქართულ მედიას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აცნობა. ტრენინგის ფარგლებში, უცხოელი მეგობრები გაგვიზიარებენ გამოცდილებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოსტნეულის გადამუშავება, ტრანსპორტირება და მარკეტინგის საკითხები, ასევე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკა და მართვის საკითხები.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე პროვინციაში ბოსტნეული კულტურის წარმოების კომპანიები და მათი ბაზები დაათვალიერეს; პრაქტიკული, საველე სწავლების დროს ქართველი ფერმერები სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებსაც გაეცნენ. აღსანიშნავია, ის ფაქტიც , რომ ჩინეთის რესპუბლიკაში ქარველი ფერემერების უკვე მეორე ჯგუფი გადის სასწავლო კურსს. პირველ ეტაპზე, ამავე პროექტის ფარგლებში, 23 კაცი გადამზადდა. პროექტის ფარგლებში ქართველი ფერემერების ჩინეთში გადამზადება მომავალშიც იგეგმება.

აღნიშნული პროექტი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კომპანიის „ხუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით, საქართველოშიც გამართა ტრენინგები ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი გადამზადდა.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები