აპრილი12 , 2024
Travelჩინეთის სამხრეთ ავიახაზები - საუკეთესო გარიგებები და იაფი ფრენები...

[:ka]ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები – საუკეთესო გარიგებები და იაფი ფრენები [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სამხრეთ ავიახაზების ავიაკომპანია დაფუძნებული კუანგჭოუში, კუანგტუნგის პროვინციაში რეგიონულ და საერთაშორისო რეისებს ასრულებს. ფლოტის სიდიდით ყველაზე დიდი აზიური ავიაკომპანია ეზიაში პირველი ავიაგადამზიდია. სამხრეთის ავიახაზებს მსოფლიოს მასშტაბით მე – 7 ადგილი უჭირავს მგზავრების ტრანსპორტირებაში და ასვე მე -7 ადგილს იკავებს კილომეტრებში რეგულარული რეისების განხორციელებაში, მსოფლიო მასშტაბით. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები მგზავრების რაოდენობის მიხედვით ჩინეთის უმსხვილესი საჰაერო გადამყვანია. მსოფლიოს სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები უფრო მეტი რაოდენობის ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით.

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების უმთავრესი აეროპორტებია კუანგჭოუ – პაიიუნის საერთაშორისო აეროპორტი და პეკინის საერთაშორისო აეროპორტი , სადაც ყოველწლიურად მგზავრების 78.7 მილიონი მგზავრი მოგზაურობს. მსოფლიოში მეორე ყველაზე გადატვირთული აეროპორტი ყოველთვიურად რამდენიმე მილიონ მოგზაურს ემსახურება და ამჟამად მისი შესაძლებლობების პიკზე მუშაობს. ამიტომ, ქალაქი გეგმავს კიდევ ერთი აეროპორტის აშენებას.

სამხრეთ ავიახაზების ავიაკომპანიის ისტორია  1989 წელს დაიწყო. დაარსებიდან ერთ წელში კომპანიამ დაიწყო გრძელვადიანი ინტერკონტინენტალური მარშრუტების გახსნა. პირველი ასეთი მარშრუტი იყო კუანგჭოუ – პეკინი – ამსტერდამი. 1997 წლის მარტში, კომპანიას კიდევ ერთი და იმხანად ყველაზე გრძელი მარშრუტი კუანგჭოუ – ლოს – ანჯელესი დაემატა. ეს ფრენა ისტორიაში შევიდა, როგორც წყნარი ოკეანის უწყვეტი რეისი. 1997 წლის ივნისში, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა ნიუ – იორკისა და ჰონგ – კონგის საფონდო ბირჟებზე 700 მილიონი დოლარი განათავსეს, 2000 წლის ივლისში კი სიდნეისა და მელბურნში კიდევ ორი ​​გრძელი მარშრუტი გაიხსნა. ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ (CAAC) ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ჩინეთის საჰაერო სატრანსპორტო ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციის წამყვან ავიაკომპანიად დაასახელა და ის წამყვან კომპანიათა სამეულში შევიდა.  შედეგად, 2000 წლის 4 აგვისტოს, ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები ჭუნგიუენის ავიახაზებს შეუერთდა. 2004 წელს კომპანიის სამგზავრო ბრუნვამ წელიწადში 40 მილიონს მიაღწია, ხოლო ავიაკომპანია მსოფლიოს 10 უმსხვილეს ავიაგადამზიდავთა შორის მოხვდა.  სხვა ჩინურ ავიაკომპანიებთან შედარებით, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს, უმსხვილესი შიდა სამარშრუტო ქსელი და ფრენების ყველაზე მაღალი სიხშირე. 2012 წელს, ავიაკომპანიამ გადაიყვანა 86 მილიონზე მეტი მგზავრი და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა.

ავიაკომპანიის მფლობელები არიან China Southern Air Holding (50,3 %) და კერძო ინვესტორები ჰონგ – კონგიდან (26,84 %) და ჩინეთის სხვა რეგიონებიდან (22,86 %). 2013 წლის მარტის მონაცემებით ავიაკომპანიაში 80 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2007 წელს მგზავრების რაოდენობის მიხედვით ავიაკომპანია აზიის ყველაზე მსხვილი საჰაერო გადამზიდავი გახდა. გარდა ამისა, ავიაკომპანია გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საერთაშორისო სამარშრუტო ქსელი პეკინსა და კუანგჭოუში. 2004 წლის 28 აგვისტოს, ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს SkyTeam ალიანსთან. 2007 წლის 15 ნოემბერს, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ოფიციალურად გახდა SkyTeam ალიანსის მე – 11 სრულუფლებიანი წევრი და შესაბამისად ის გახდა პირველი ავიაკომპანია ჩინეთიდან, რომელიც შეუერთდა გლობალურ ავიაკომპანიებს.

2011 წელს, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო SkyTrax – ის ანალიზის მიხედვით ოთხვარსკვლავიანი ავიაკომპანიის ტიტული მიიღო.

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები არის პირველი და ერთადერთი ყველაზე თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავის Airbus A380 – ის ოპერატორი ჩინეთში.

სამხრეთ ავიახაზები უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის. ავიაკომპანია საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს დიდი წარმატებით. დღესდღეობით, მათი წილი საქართველოს ბაზარზე 1%-ია, თუმცა ეს ტენდენცია ზრდადია.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები