Home პოლიტიკა ჩინეთი ASEAN – ის წევრ ქვეყნებთან ტურიზმის განვითარებას გეგმავს

[:ka]ჩინეთი ASEAN – ის წევრ ქვეყნებთან ტურიზმის განვითარებას გეგმავს[:]

0
4586
[ფოტო/bleepingcomputer]

[:ka]

წელს ჩინეთ – ASEAN – ს ტურიზმის წელი აღინიშნება. მოგეხსენებათ, ჩინეთი ASEAN – ის ქვეყნების ყველაზე დიდი წყაროა, უცხოელი ტუსიტების კუთხით. 2016 წელს ორმხარეს შორის 38 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა და ყოველ კვირას 2,700-ზე მეტი ფრენა განხორციელდა.

გამომდინარე აქედან, “ჩინეთს სურს ASEAN – ის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოება, ტურიზმის სფეროში,” – განაცხადა ვიცე – პრემიერმა ჭანგ კაოლიმ. ამის შესახებ პრემიერმა განცხადება გააკეთა რიგით მე -14 China-ASEAN Expo – ზე, რომლის მთავარი თემა “21 – ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის მშენებლობა, რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ტურიზმის მეშვეობით” იყო. მისივე თქმით, ტურისტთა მიმოსვლის გაზრდასთან ერთად, საჭიროა, გაიზარდოს გაცვლითი პროგრამების რიცხვი სტუდენტებისთვის, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს განათლება უცხოეთში.

როგორც ჩინეთი, ასევე სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები მდიდარია ტურისტული რესურსებით. “ორქვეყანას შორის მოგზაურობის რაოდენობის გაზრდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს,” – განაცხადა  ჭანგმა.

წელს ASEAN – ის დაარსების 50 წლის იუბილე აღინიშნება. მომავალ წელს კი ჩინეთ – ASEAN – ის სტრატეგიული პარტნიორობის 15 წელს იზეიმებენ.

[:]

NO COMMENTS