აპრილი12 , 2024
ბიზნესიჩინურ ბაზარზე იტალიური ღვინო მწიფდება

[:ka]ჩინურ ბაზარზე იტალიური ღვინო მწიფდება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინელი მომხმარებლების უმცირესობა იცნობს იტალიურ ღვინოებს, რადგან ჩინურ ბაზარზე უფრო ადრე, საფრაგნეთიდან და ავსტრალიიდან შემოსული ღვინოებია ცნობილი.

რადგან იტალია ხელს უწყობს თავისი ღვინის განვითარებას,  უფრო ნაკლები დრო რჩება იქამდე, სანამ ჩინელი მოხმარებლები ეგზოტიკური ღვინოების სიაში  იტალიურ ღვინოსაც შეიყვანე. ამ ტიპის ღვინო მოწინავე პოზიციებზეა, რამდენიმე დასავლურ ბაზარზე, სადაც ის ბარებსა და შეხვედრებზე ერთ-ერთ საყვარელ და სასურველ ღვინოდ ითვლება.

პეკინში დაარსებული China Wine Platform Group – კომპანია, რომელსაც ქვეყანაში პრემიუმ კლასის ღვინოები შემოაქვს და თანამშრლომობს საფრანგეთის, ესპანეთის, ახალი ზელანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, არგენტინისა და ჩილეს სხვადასხვა ბრენდთან,  უკვე გააფორმა ხელშეკრულება 1898 წელს დაარსებულ იტალიურ Sartori Chateau – სთან.

ჩინეთში იტალიის ელჩის, ეტორე სეკუის განცხადებით, ქვეყენას 400 განსხვავებული  ჯიშის ყურძენი  და 800 სახეობის ღვინო აქვს და ამიტომ მას სჯერა, რომ ჩინეთში იტალიური ღვინო მოთხონვადი იქნება.

“იტალია, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი  ღვინის ექსპორტიორია ბევრ ბაზარზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, იტალია მოწინავე პოზიციებზეა – ექსპორტის, მოცულობის და რაოდენობის მიხედვით. იტალიური ღვინო – უმაღლესი ხარისხისა და მისაღები ფასის კომბინაციაა. ეს კი მას მოთხოვნადს ხდის,” -განაცხადა ელჩმა.

ჩინეთში, საშუალო კლასის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ მოხმარებელთა რიცხვიც, რომლებიც მაღალი ხარისხის ცხოვრების სტილს ირჩევენ და ზუსტად ამიტომ ქვეყანაში უცხოური ღვინო მოთხოვნადი ხდება.

გენერალური ადმინისტრაციის საბაჟოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში, ჩინეთმა 0.34 მილიარდი ლიტრი ღვინო შემოიტანა, ეს რაოდენობა ყოველ წელს – 12.66%- ით იზრდება.

ასევე, ჩინეთმა 0.25 მილიარდი ლიტრი ბოთლის ღვინო შემოიტანა, ეს მაჩვენებელიც ყოველ წელს, 13.93% – ით იზრდება.

მაშინ როდესაც, საფრანგეთი, ავსტრალია და ჩილე სამი საუკეთესო იმპორტიორი ქვეყანაა, ჩინეთმა იტალიური ღვინის 14.96 მილიონი ლიტრი შეიტანა ქვეყანაში, რაც 17%- იან ზრდას გულისხმობს, ღვინის საერთო ღირებულება $67.37 მილიონია.

China Wine Platform Group – ის პრეზიდენტმა ლიმ განაცხადა, რომ ჩინეთში იმპორტირებული ღვინის რაოდენობა იზრდება, იტალიურ ღვინოზე არჩევნის გაკეთება კი გარდაუვალი ტრენდი იქნება.

“ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ იტალიური ღვინო პროდუქციის ჩამონათვალს დაემატოს. მე ვთვლი, რომ იტალიური ღვინო ძალიან მალე ჩვენი მთავარი კომპეტენცია გახდება და რამდენიმე წელიწადში,  ღვინის შემომტანი უფრო მეტი ჩინური კომპანია იფიქრებს იტალიური ღვინის შემოტანაზე,” – განახცადა მან.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები