მარტი23 , 2024
Lifestyleშოუბიზნესიჯექსონ ვანგი - ბიჭი, რომელმაც საკუთარი ისტორია შექმნა

ჯექსონ ვანგი – ბიჭი, რომელმაც საკუთარი ისტორია შექმნა

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

“გამარჯობა, ეს ჯექსონ ვანგია ჩინეთიდან“ – ასე იწყება ჩინელი რეპერისა და პოპ-ვარსკვლავის, ჯექსონ ვანგის ყველა ინტერვიუ, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის კულტურა მსოფლიოს მუსიკის საშუალებით გააცნოს და  საკუთარი ისტორია შექმნას. მან სახელი არა მარტო მაღალი დონის წარმოდგენებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც გაითქვა. ის დღემდე აოცებს გულშემატკივრებს თავისი სიკეთით, ზრდილობითა და არნახული სიყვარულით ადამიანების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად, მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს, ჩინეთის წარმოჩენისთვის მისი ბრძოლა სრულიად სხვა დარგიდან იწყება.

სპორტული კარიერა ფარიკაობაში
ჯექსონ ვანგი (ჩინ. 王嘉尔 Wáng jiā ěr) ბავშვობიდან სპორტულ გარემოში იზრდებოდა, ვანგის მამა, ვანგ ჟუიძი, ყოფილი მოფარიკავე და აზიური სპორტული შეჯიბრების ოქროს მედლის მფლობელია, დედა, სოფია ვანგი, კი ყოფილი ტანმოვარჯიშე შანხაიდან. წყვილი დაქორწინების შემდეგ, საცხოვრებლად ჰონგ კონგში გადავიდა, სადაც ჯექსონმა მთელი ბავშვობა გაატარა. 10 წლის ასაკში ჯექსონმა მამისა და პროფესიონალი მწვრთვნელების ხელმძღვანელობით ფარიკაობის შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით, ის ჰონგ კონგის ნაციონალური ფარიკაობის გუნდს უძღვებოდა, რომელთან ერთადაც მან მრავალ შეჯიბრში მოიპოვა გამარჯვება. აღსანიშნავია მისი გამარჯვება აზიის ახალგაზრდული ოლიმპიადასა და კადეტის ფარიკაობის ჩემპიონატზე.

2010 წელს  ბაქოში ჯექსონი ქართველ მოფარიკავეს, სანდრო ბაზაძეს შეებრძოლა, შეჯიბრი ჯექსონის გამარჯვებით დასრულდა. ეს ჯექსონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  შეხვედრა იყო იყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში უფლებას მისცემდნენ კორეაში ოცნებების ასახდენად წასულიყო.  

განათლება
ჯექსონი ჰონგ კონგის ერთ-ერთი ამერიკული სკოლის საკმაოდ წარმატებული სტუდენტი იყო. კლასელების თქმით, ვანგი ყველა საგანს კარგად სწავლობდა და მეცადინეობას დიდ დროს უთმობდა.
2010 წელს ჯექსონი კორეული კომპანიის JYP-ის წარმომადგენელმა შეამჩნია და კასტინგებზე მიიწვია. კასტინგები წარმატებით გაიარა და იმავე პერიოდში სტენფორდის უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოიპოვა ფარიკაობისთვის, მაგრამ მან ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და გადაწყვიტა კორეაში ოცნებების ასახდენად წასულიყო. 

ჯექსონს კარიერის დასაწყისში ძალიან რთული და სარისკო არჩევანის გაკეთება მოუწია. ფაქტობრივად, გარანტირებული ნათელი მომავალი დათმო და ოცნებებს მიჰყვა. ყველა ეჭვის თვალით უყურებდა მის ამ გადაწყვეტილებას, ეუბნებოდნენ, რომ ჩაფლავდებოდა, სულელი იყო რომ უკვე წარმატებულ სპორტულ კარიერას თმობდა ბუნდოვანი მუსიკალური წარმატებისთვის, მაგრამ მან აირჩია ეკეთებინა ის, რაც უყვარდა და საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისთვის ებრძოლა.

პირველი ნაბიჯები სამხრეთ კორეის მუსიკალურ სამყაროში
ჯექსონის ორწლიანი დაუღალავი ვარჯიშისა და მზადების შემდეგ, მისი დებიუტი სცენაზე კორეული ბოიბენდ GOT7-ის მეექვსე წევრად შედგა. როგორც თვითონ აღნიშნავდა, თავდაპირველად, მხოლოდ ვოკალისტობისთვის ემზადებოდა, თუმცა მოგვიანებით მან რეპერობაც შეითავსა, რაშიც საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა. ვანგი დღემდე მოღვაწეობს ბოიბენდში და აქტიურადაა ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. მას ეკუთვნის ბევრი შესანიშნავი სიმღერა, მათ შორის “OUT”, რომელიც თავდაპირველად ჯგუფის ხუმრობით შეიქმნა.

სოლო კარიერის დასაწყისი
2017 წლის 26 ივნისს, JYP Entertainment-მა განაცხადა, რომ ჯექსონი მალე გამოუშვებდა პირველ სოლო სინგლს და დაარსებდა საკუთარ კომპანიას “Team Wang”. 2017 წლის 26 აგვისტოს მან გამოუშვა პირველი სინგლი “Papillon” და დაიწყო სოლო კარიერა ჩინეთში. “Papillon”-მა დიდი წარმატება მოიპოვა ჩინელ მსმენელებში. ჯექსონმა მას შემდეგ, კიდევ რამდენიმე სინგლი გამოუშვა, მათ შორის ერთ-ერთი “Different Game” ამერიკელ რეპერ Gucci Mane-თან კოლაბორაციით. ამასობაში კომპანია “Team Wang”, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 3 ადამიანისგან შედგებოდა, ნელ-ნელა გაიზარდა.

ჯექსონის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, ის გახდა Pepsi, Fendi, Cartier, Ray-Ban, Adidas, BMW და სხვა პოპულარული ბრენდების სახე ჩინეთში.

საერთაშორისო წარმატება
2019 წელს, ვანგმა თავისი პირველი მინი ალბომი “Mirrors” გამოუშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩართზე 32-ე ადგილი დაიკავა და ის გახდა პირველი ჩინელი, ვინც ამ ჩართზე მოხვედრა შეძლო.

ჯექსონის პირადი ტანსაცმლის ხაზი
2020 წელს ჯექსონმა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, სახელწოდებით “Team Wang Design”, რომელზეც 3 წლის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა. როგორც თვითონ აღნიშნა, ბრენდის მთავარი კონცეფცია იყო “უხილავი ადამიანები”. ამით მას იმის თქმა სურდა, რომ ტანსაცმელს სქესი არ გააჩნია. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჯექსონის ტანსაცმლის ხაზი ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ამ ყველაფერს ჯექსონი ვერ მიაღწევდა, რომ არა საოცარი მიზანდასახულობა, შრომისუნარიანობა და სიკეთე. ხალხის სიყვარული მან არა მარტო შრომითა და ნიჭით, არამედ სიკეთითა და ადამიანებისადმი განსაკუთრებული დადებითი დამოკიდებულებით დაიმსახურა. ყველა, ვინც კი მას შეხვედრია, ამბობს, რომ ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა.  ჯექსონ ვანგმა დიდი გზა გაიარა აქამდე მოსასვლელად, ახლა კი განაგრძობს სვლას ახალი მწვერვალების დასაპყრობად, რათა სამშობლომ და მსოფლიომ მისით იამაყოს.

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები