Home კულტურა დღესასწაულები 10 კერძი, რომელიც გაზაფხულის ფესტივალზე აუცილებლად უნდა მიირთვათ

[:ka]10 კერძი, რომელიც გაზაფხულის ფესტივალზე აუცილებლად უნდა მიირთვათ[:]

0
3653

[:ka]

გაზაფხულის ფესტივალის სუნი უკვე ჰაერში ტრიალებს. საზეიმოდ გაფორმებული სახლებისა და წითელი ფანრებით მორთული ქუჩების ნახვის შემდეგ ძნელია არ იგრძნოთ ის საზეიმო განწყობა, რაც ჩინურ ახალ წელს მოსდევს თან.

ჩინეთში დღესასწაული ტრადიციული საკვების გარეშე წარმოუდგენელია. ჩინურ ახალ წელს ქვეყანაში განსაკუთრებულად ელოდებიან. ოჯახები საახალწლო სამზადისს რამოდენიმე თვით ადრე იწყებენ და ახალი წლისთვის ტრადიციულ კერძებსა და ნუგბარს ამზადებენ.

გაეცანით, 10 კერძს, რომელიც ჩინური ახალი წლის პერიოდში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. თუკი გსურთ ბედნიერი და წარმატებული 2018 წელი გქონდეთ ყველა მათგანის დაგემოვნებას ეცადეთ.

1. ჩინური პილმენი ძიაო’წ 

ძიაო’წ ჩინური საახალწლო სუფრის განუყოფელი კერძია. ის განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილოეთ ჩინეთში. ჩინეთში მას ფორმით ოქროს ზოდს ამსგავსებენ და მიიჩნევა, რომ მისი ჭამის შემდეგ თქვენ უხვი წელი გელოდებათ [ფოტო/VCG]
2. თანგიუენი და იუენ სიაო 

თანგიუენი(წებოვანი ბრინჯის ბურთულები ტკბილი და მარილიანი შიგთავსი) და იუენ სიაო [ფოტო/VCG]
3. ნიენკაო (ბრინჯის ნამცხვარი)

წებოვანი ბრინჯის ფქვილისგან დამზადებული ბრინჯის ნამცხვარი ჩინური სამზარეულოს უძველესი კერძია. ოქროსფერი და თეთრი ბრინჯის ნამცხვარი ჩინეთში ოქროსა და ვერცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა [ფოტო/VCG]
4. ლაფშას წვნიანი

[ფოტო/VCG]
5. ვანთონები

მზადდება ცომისა და შიგთავსისაგან. შიგთავსი შეიძლება იყოს ღორის ან ცხვრის ხორცის. მის მოსამზადებლად საკმაო გამოცდილება და სწრაფი ხელია საჭირო. მომზადების შემდეგ მათ წვნიანში ათავსებენ და ისე მიირთმევენ [ფოტო/VCG]
6. წუნგ წ’ (ტრადიციული ჩინური პუდინგი)

სამხრეთ ჩინეთის კუანგსი ჭუანგის ავტონომიურ რეგიონში ბრინჯის პუდინგი ჩინური ახალი წლის განუყოფელი კერძია, რომელსაც ტრადიციისამებრ ყველა ოჯახში ამზადებენ [ფოტო/VCG]
7. White Rabbit-ის ტკბილეული და მოხალული ნესვის თესლი

[ფოტო/VCG]
8. თუსუ

თუსუ ტრადიციული ჩინური სამკურნალო სპირტიანი სასმელია, რომლის შემქმნელიცაა ცნობილი ექიმი ხუა თუო, რომელიც თანგის დინასტიის (25-220) კარზე მოღვაწეობდა [ფოტო/VCG]
9.  სოიოს ყლორტი

მარტივად მოსამზადებელი, თუმცა ამავდროულად გემრიელი  სოიოს ყლორტი ცინგის დინასტიის იმპერატორ ციენლუნგის პერიოდიდან მოდის [ფოტო/VCG]
10. თევზი და ქათამი

[ფოტო/VCG]
 [:]

NO COMMENTS