მარტი28 , 2024
ბიზნესი10 ყველაზე საინტერესო ტურისტული თემა ჩინელებისთვის

[:ka]10 ყველაზე საინტერესო ტურისტული თემა ჩინელებისთვის [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინელი ხალხის ტურისტული ენთუზიაზმი მალე განახლდება, რადგან 8 დღიანი დღესასწაული პირველი ოქტომბერს იწყება და 8 ოქტომბრამდე გრძელდება. შესვენების დროს გაერთიანებულია ორივე, ეროვნული დღისა და შუა შემოდგომის ფესტივალის არდადეგები. ტრადიციულად, ჩინელთათვის ეს არის დრო ოჯახის გაერთიანებისთვის.

ჩინეთის სამოგზაურო პლატფორმის Mafengwo- ს ინფორმაციით, სამგზავრო საკითხები ნაციონალური დღის ფარგლებში ძალიან აქტუალურია. სხვადასხვა თემის მოძიების სურვილი, აგვისტოში 210% – ით გაიზარდა, ივლისის თვესთან შედარებით, რაც ოქტომბრის დღესასწაულებს უკავშირდება.

Mafengwo – ს ანგარიშის მიხედვით, ტოპ 10 შიდა ტურისტული ადგილებია: პეკინი, შანხაი, ჩენგტუ, ჩუნგცინგი, სი’ანი, ხანგჭოუ, კუანგჭოუ, სანია, სიამენი და ცინგტაო.

“თუ შევადარებთ გასული წლების ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს,  ადგილები, ფაქტობრივად არ არის შეცვლილი, ეს აჩვენებს, რომ ჩინელმა ტურისტებმა ჩამოაყაიბეს სასურველი ტურისტული ადგილები,” – განაცხადა Mafengwo- ს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ფვენგ ჟაომ.

გემრიელი საკვები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა შიდა ტურისტული ადგილის შერჩევის დროს. ტურისტების დაახლოებით 67% სწორედ კვების საკითხზე ფოკუსირდება და   სამოგზაურო ადგილს ამის მიხედვით ირჩევს.

Mafengwo – ს ინფორმაციით, ეროვნული დღის აღსანიშნავად, ტურისტები, ძირითადად, პირველი და მეორე დონის ქალაქებიდან ჩამოვლენ.

შიდა სამგზავრო პაკეტის, საშუალო ფასი  ამ წლის ეროვნული დღისთვის – 3 410 იუენია ($521), რაც გასულ წელთან შედარებით 21% – ითაა გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა ტურიზმი ოქტომბრის დღესასწაულების დროს მოთხოვნადია, საზღვრებს გარეთ მოგზაურობა წელსაც აქტუალური რჩება, სამოგზაურო პაკეტების საშუალო ღირებულება, ამ წელს – 7906 იუენია, მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 45% – ით  არის გაზრდილი.

ყველაზე პოპულარული გასვლითი ტურისტული ადგილებია : იაპონია, ტაილანდი, ინდონეზია, სინგაპური, ვიეტნამი, მალაიზია და მალდივები.

საინფორმაციო ამბების აგრეგატორის აპლიკაციების, Headlines Today და Jinri Tuotiao – ის ანგარიშის მიხედვით, ეს არის 10 ყველაზე მოთხოვნადი და საინერესო საკითხი ტურიზმზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური, ეროვნული დღის არდადეგებზე ხდება.

  1. უსაფრთხო მგზავრობა
ფრანგი პოლიციელები ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჩვენებს საფრანგეთის უსაფრთხოების დონეს. 2017 წლის 13 ივლისი. [ფოტო/Agencies]

2.  ხარჯები

ჩინელი ტურისტები ლონდონში, საყიდლებზე. 2016 წლის 5 ოქტომბერი. [ფოტო/Agencies]

3. სამეგობრო წრე

ჩინელი ტურისტი სურათს იღებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან. ჩინელებს ძალიან უყვართ სურათების, WeChat – ის აპლიკიაციის მეშვეობით, მეგობრებთან გაზიარება. 2016 წლის 5 მაისი. [ფოტო/Agencies]

4.მოგზაურობა საზღვარგარეთ 

ჩინელი ტურისტები კასაბლანკაში. 2016 წლის 6 ოქტომბერი. [ფოტო/Agencies]
5. მგზავრობა გარეუბანში

ანხუის პროვინცია, ხეფვეი. [ფოტო/VCG]

6. შუა შემოდგომის ფესტივალი

შუა შემოდგომის ფესტივალი შანხაიში. [ფოტო/IC]

7.მოგზაურობა პიკის პერიოდებში 

მალდივების კუნძული. [ფოტო/VCG]
8.მოგზაურობა ოჯახთან ერთად

ჩინელი ოჯახი სიდნეის სტუმრობს. [ფოტო/China Daily]
9. 8 -დღიანი არდადეგები

ჩინელი ტურისტები ბალიზე, ინდონეზია. [ფოტო/Asianewsphoto]
10.შემოდგომის პეიზაჟის ყურება

ტურისტები კანსუს პროვინციაში, შემოდგომის პეიზაჟს უყურებენ. 2017 წლის 9 სექტემბერი. [ფოტო/VCG]
[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები