მარტი22 , 2024
სპორტი10 ცნობილი თანამედროვე ჩინელი სპორტსმენი

[:ka]10 ცნობილი თანამედროვე ჩინელი სპორტსმენი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

1. იაო მინგი (დაიბადა 1980 წელს) არის ცნობილი ჩინელი კალათბურთელი. ის გახლავთ ჩინეთის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის მოწინავე სპორცმენი. იაო შეერთებულ შტატებში ცნობილია როგორც ჩინელი გმირი. მისი დაცვაში თამაში იყო თითქმის სრულყოფილი, რასაც ხელს უწყობდა იაოს განსაკუთრებული აღნაგობა და საკალათბურთო ინტელექტი. 2002- 2011 წლებში მინგი თამაშობდა NBA-ს ჰიუსტოუნ როკეტების გუნდში. იაო აირჩიეს NBA All-Star-ში სათამაშოდ 8 -ჯერ და ALL-NBA Team-ის ჯილდო 5-ჯერ გადაეცა.

საკმაოდ რთულია ამოირჩიო ჩინელი სპორცმენებისაგან მხოლოდ ათი საუკეთესო. იაო მინგი კი , მსოფლიოში აღიარებული კალათბურთელი, ამ სიის მოწინავე ადგილს იკავებს.

2. ტენგ იაფინგი

Deng Yaping-ის სურათის შედეგი

ტენგ იაფინგმა (დაიბადა 1973 წელს) მსოფლიო აღიარება მაგიდის ჩოგბურთში მოიპოვა. 1989-1997 წლებში მან მოიგო ექვსი მსოფლიო, ხოლო ოთხი ოლიმპიური ჩემპიონატი. იგი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მაგიდის ჩოგბურთელად.

3. ტინგ ძიუნხუეი

Ding Junhui

ტინგ ძიუნხუეი  (დაიბადა 1987 წელს) არის ჩინელი პროფესიონალი სნუკერისტი. ტინგი არის ჩინეთის ყველაზე წარმატებული მოთამაშე, რომელიც გახდა რიგით მეორე მოზარდი,  ჯონ ჰიიგინსის შემდეგ, რომელმაც მოიპოვა სამი  რანგის ტიტული.

4. კუო ძინგძინგი

Guo Jingjing

კუო ძინგძინგი (დაიბადა 1981 წელს) არის ყველაზე ცნობილი მყვინთავი ქალი  ჩინეთში. მას “ყვინთვის პრინცესასაც” უწოდებენ. კუომ მოიგო ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი ამ სახეობის ქალ სპორცმენთა შორის. მსოფლიო ჩემპიონატებზე ის ზედიზედ სამჯერ გახდა გამარჯვებული.

5. ლი ნა

Li Na

ლი ნა (დაიბადა 1982 წელს) არის ჩინელი პროფესიონალი ჩოგბურთელი. ლიმ მოიპოვა ქალთა ტენისის ასოციაციის (WTA) 9 ტიტული.  ის არის ერთადერთი აზიელი, რომელმაც გაიმარჟვა Grand Slam-ში.

6. ლინ ტანი 

Lin Dan

ლინ ტანი (დაიბადა 1983 წელს) არის ცნობილი ჩინელი ბადმინტონის მოთამაშე. მან ოლიმპიური ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.  მეტსახელად მას გულშემატკივრები “სუპერ დანს” უწოდებენ.

7. ლიუ სიანგი

დაკავშირებული სურათი

ლიუ სიანგი (დაიბადა 1983 წელს )  ჩინური 110 მეტრის მძლეოსანია. ლიუმ გაიმარჯვა 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშებში და გახდა მსოფლიო ჩემპიონი 110 მეტრის მძლეოსნობაში.  2006 წელს მან შვეიცარიაში დაამყარა რეკორდი  12.88 წამში.

8. ფან სიაოთინგი

£¨ÌåÓý£©£¨2£©Ì¨Çò¡ª¡ªÊÀ½ç¾ÅÇòÖйú¹«¿ªÈü£ºÅËÏþæÃʤÁÖãä¾ý

ფან სიაოთინგი (დაიბადა 1982 წელს) ის არის ქალთა პროფესიონალური ბილიარდის ასოციაციის (WPBA) პირველი ჩინელი მოთამაშე. იგი პოპულარული გახდა არა მხოლოდ ბილიარდში მიღწეული წარმატებით, არამედ მისი სილამაზითაც.

9. ი ძიენლიენი

Yi Jianlian-ის სურათის შედეგი

ი ძიენლიენი (დაიბადა 1987 წელს) არის პროფესიონალი ჩინელი კალათბურთელი, რომელიც ძირითადად ჩინურ კუანგტუნგის გუნდისთვის თამაშობს. მან ასევე ითამაშა რამდენიმე ამერიკულ NBA-ის გუნდში, მათ შორის Milwaukee Bucks, New Jersey Nets, ვაშინგტონის Wizards და Dallas Mavericks.

10. ჭანგ ინინი 

Zhang Yining

ჭანგ ინინი (დაიბადა 1981 წელს) არის ქალი ჩინელი მაგიდის ჩოგბურთელი. მან მოიგო ოთხი ოლიმპიური ოქროს მედალი, ცხრა მსოფლიო ჩემპიონატი და ოთხი მსოფლიო თასი. ჭანგი ითვლება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მაგიდის ჩოგბურთელ ქალად.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები