[:ka]10 შანხაის რამ რაც მსოფლიოს სჭირდება [:]

[:ka]

შანხაი მსოფლიოს წამყვანი ქალაქების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. შანხაური ონლაინ გამოცემა timeoutshanghai სტატიას იწყებს ფრაზით: “თავს ნუ მოიკატუნებთ თითქოს ჩვენი ცათამბჯენების არ გშურთ.” სტატიაში წარმოდგენილია 10 რამ, რასაც შანხაი მსოფლიოს სხვა ქალაქებს სთავაზობს, თვალუწვდენელი ცათამბჯენებიდან დაწყებული, მრავალფეროვანი ეგზოტიკური სამზარეულოთი დასრულებული.

  1. “ლუძიაწუეი” – შანხაის ცათამბჯენების ჰორიზონტი
[ფოტო/ Kido Dong]

დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად ისურვებდა ისეთივე ხედი ჰქონოდა, როგორიც შანხაის ცათამბჯენების ჰორიზონტია. თუ თქვენ Google – ის საძიებო სისტემაში ჩაწერთ შანხაის, პირველი რასაც ამოგიგდებთ ლუძიაწუეის სურათია. თუკი Instagram – ზე მოძებნით #Shanghai თქვენ აუცილებლად დაინახავთ იმავე ცათამბჯენებს. გამოდის, რომ თუ სარკეში სამჯერ ზედიზედ გაიმეორებთ “შანხაი” თქვენს წინაშე პატარა Pearl Tower-ი, “მარგალიტის კოშკი” გაჩნდება. ლუძიაწუეის ცათამბჯენების ჰორიზონტი შეუდარებელია, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ.

2. შანხაის მაგნიტური ლავირების მატარებელი

შანხაის მაგნიტური ლავირების მატარებელი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელია, რომელსაც შეუძლია 7 წუთში ქალაქის ცენტრიდან შანხაის საერთაშორისო აეროპორტამდე მიგიყვანოთ.

3. შანხაის მეტროპოლიტენი

შანხაის მეტროს სარკინიგზო ქსელი ყველაზე გრძელია მსოფლიოში. მეტროპოლიტენის 16 ხაზი და 390 სადგური ყოველდღიურად საშუალოდ 10 მილიონ მგზავრს ემსახურება.

4. მიწისქვეშა გასართობი სივრცე – “Found 158″

მიწისქვეშა სივრცე გართობისთვის. მრავალფუნქციური მიწისქვეშა გასართობი სივრცე, რომელიც სავსეა ბარებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით. ეს ის ადგილია, რომელიც ნებისმიერ ქალაქს დაამშვენებდა.

5. საუკეთესო ლოკაციები ინსტაგრამისთვის

სახლის ძველებური სახურავები თვალუწვდენელი ცათამბჯენების ფონზე, მწვანე ბილიკები, სასაცილო სამოსში გამოწყობილი ძაღლები ეს ის ფოტოებია, რომელსაც ყველაზე ხშირად იხილავთ #Shanghai – ის ქვეშ.
6. წარსულის და მომავლის სინთეზი
შანხაი მომავლის ის ქალაქია, სადაც შესანიშნავად არის შერწყმული წარსული და მომავალი. ტაძრებისა და უძველესი წყლის ქალაქებიდან კოსმოსურ ცათამბჯენებამდე, შანხაი საკუთარ ეპოქაშია.
7. საუკეთესო მიტანის სერვისი
საღამოს ფილმის ყურებისას პიცა მოგინდათ? აიღეთ თქვენი მობილური და შეუკვეთეთ. გსურთ ესტუმროთ სილამაზის სალონს სახლიდან გაუსვლელად? აიღეთ მობილური და დაურეკეთ სტილისტს, ის თავად მოგაკითხავთ თქვენ. “Meituan” და “Sherpa’s” ის მობილური აპლიკაციებია, რომლის მეშვეობითაც თქვენთვის სასურველი ნივთის და მომსახურების შეკვეთა და მისი უსწრაფესად მიღება შეგიძლიათ.
8. მობილური გადახდა
საუზმის შეკვეთისა და მეგობრებთან საუბრის გარდა მობილური აპლიკაციით უკვე თვითმფრინავის ბილეთებიდან დაწყებული სწრაფი კვების ობიექტებით დამთავრებული თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთის შეძენა შეგიძლიათ.
9. მრავალფეროვანი სამზარეულო 
ყველაფერი, რისი სურვილიც შეიძლება გაგიჩნდეთ აუცილებლად იპოვით შანხაიში. აქაური სამზარეულოს ასორტიმენტი ძალზედ მრავალფეროვანია. კერძები ჩინეთის ყველა კუთხიდან, მსოფლიოს ცნობილი რესტორნები, საერთაშორისო კაფე-ბარები, ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები, ეს ის ყველაფერია რასაც შანხაიში ნახავთ.
10. უსაფრთხოება
ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ შანხაი საკმაოდ უსაფრთხო ქალაქია. შარშან, შანხაი ჩინეთის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა.

[:]

კომენტარის დატოვება