აპრილი19 , 2024
კულტურა,,ჩინური ენის ხიდის’’ რიგით მერვე შესარჩევი ტურის შედეგები საქართველოში

[:ka],,ჩინური ენის ხიდის’’ რიგით მერვე შესარჩევი ტურის შედეგები საქართველოში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]წელს სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის „ჩინური ენის ხიდის“ რიგით მერვე შესარჩევი ტური საქართველოში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 15 ივნისს გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.  ორგანიზატორთა ინიციატივით, წელს ღონისძიების ფორმატი შეიცვალა და შესარჩევ ტურს, ფინალური კონკურსის მსგავსად, რომელიც ტარდება ჩინეთში, ჩინურ ენაზე მოხსენებას, კითხვა-პასუხსა და კულტურულ პროგრამას დაემატა ახალი, წერითი ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარმა ცვლილებამ მონაწილეებს საშუალება მისცა მრავალმხრივ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.
წლევანდელ კონკურსს ოთხი  გამარჯვებული ყავდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნატალია ხარაბაძე გახდა, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ ჩახაიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ ქვლივიძემ. მესამე ადგილზე გავიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ სონიშვილი.

პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი მარიამ ჩახაია ესტუმრება ჩინური ენის ხიდის საზაფხულო ბანაკს, სადაც ის დაესწრება კონკურსის დასკვნით ტურს.
ჩინური ენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია იეროგლიფური დამწერლობა. შესარჩევი ტურის პირველ ნაწილში სტუდენტებმა დაწერეს თემა ჩინურ ენაზე. მეორე ნაწილში სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენება ჩინურ ენაზე და უპასუხეს ჟიურის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ჩინეთის შესახებ. სტუდენტებმა მსმენლებს გაუზიარეს თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებიდან დანახული ქვეყანა და შთაბეჭდილებები რეალური გამოცდილებიდან. აუდიტორიამ მათთან ერთად იმოგზაურა პეკინში, ხანჭოუში, დალაშქრა ჩინეთის დიდი კედელი, დააგემოვნა ჩინური კერძები და მაქსიმალურად შეიგრძნო ის ემოციები, რომელთა გადმოცემაც სიტყვებით სცადეს კონკურსის მონაწილეებმა.

კონკურსის კულმინაცია დაეთმო კულტურულ ნომრებს და საქართველოს პატარა სცენაზე აუდიტორიამ იხილა უზარმაზარი სულიერი ღირებულებებისა და ტრადიციების მქონე ჩინეთის მცირე ნაწილი. სიმღერით, მუსიკალური აკომპანიმენტით, ჩინური და ქართული ცეკვის შერწყმითა და იუმორისტული მონოლოგით წარსდგნენ კონკურსანტები ჟიურისა და მსმენლების წინაშე. მათ აჩვენეს, რომ ხელოვნება არის საერთაშორისო ენა და მისთვის არ არსებობს გეოგრაფიული თუ პოლიტიკური საზღვრები.

როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ყოველ წელს იზრდება ქართველი სტუდენტების ჩინური ენის დონე, რაც სასიხარულო ტენდენციაა. ჩვენ კი, ,,ჩინური ენის ხიდის’’ კონკურსის ფინალურ ტურში წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მონაწილეს.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები