Home კულტურა 17 ოქტომბერს თაიხუს მსოფლიო კულტურული ფორუმის მეხუთე კონფერენცია გაიხსნება

[:ka]17 ოქტომბერს თაიხუს მსოფლიო კულტურული ფორუმის მეხუთე კონფერენცია გაიხსნება[:]

0
74
[ფოტო/thffc.com]

[:ka]

მომავალ კვირას, პეკინში თაიხუს რიგით მეხუთე კულტურულ ფორუმზე წამყვანი ოფიციალური პირები და მეცნიერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ თუ როგორ უნდა ავაშენოთ კაცობრიობის საერთო მომავალი კულტურული მემკვიდრეობის გაცვლის გზით.

თაიხუს მსოფლიო კულტურული ფორუმის მეხუთე კონფერენცია, ჩინური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჩინურ კულტურას და ემსახურება საერთაშორისო არასამთავრობო გაცვლით პლატფორმას, 17 – 18 ოქტომბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში  გაიმართება.

ფორუმის პრეზიდენტის იენ ჭაოჭუს განცხადებით, წლევანდელი შეხვედრა მონაწილე ყველა ქვეყანას სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა გაცვლის ფონზე საერთო მომავლის მშენებლობისაკენ, საერთაშორისო კულტურული კომუნიკაციისა და თანაარსებობისაკენ მოუწოდებს.

სამდღიან შეხვედრას 1000 – მდე მონაწილე დაესწრება ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ეგვიპტიდან. სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ექსპერტები, მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები.

ჩინეთის მიერ დაფუძნებული თაიხუს მსოფლიო კულტურული ფორუმი პირველად 2008 წელს გაიმართა და წარმატებით ჩაატარა 4 კონფერენცია: სუჭოუში – 2011 წელს, ხანგჭოუში – 2013 წელს, შანხაიში – 2014 წელს და 2016 წელს მაკაოში.

[:]

NO COMMENTS