მარტი24 , 2024
კულტურადღესასწაულები2019 წლის შუა შემოდგომის ფესტივალი ჩინეთში

[:ka]2019 წლის შუა შემოდგომის ფესტივალი ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

შუა შემოდგომის ფესტივალი  ყველზე ნაყოფიერი ფესტივალია, რომელსაც აზიური ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნავენ, მათ შორის, ჩინეთსა და ვეიტნამში. 2019 წელს ფესტივალი 13 სექტემბერს აღინიშნება.

ეს არის მეორე ყველაზე მნიშნველოვანი ფესტივალი ჩინეთში ჩინური ახალი წლის შემდეგ.

მას ასევე “მთვარის ფესტივალს” ეძახიან, რადგან სჯერათ, რომ ამ დროს მთვარე ყველაზე დიდი და სავსეა.

Mid-Autumn Festival Facts: Dates, Foods, Celebrations, Origins

ფაქტები საშემოდგომო ფესტივალზე

  1. დასახელება ჩინურად:  中秋节/Zhongqiujie/ჭუნგციუძიე
  2. თარიღი 2019 წელს: პარასკევი, 13 სექტემბერი
  3. ისტორია: 3 000 წლიანი
  4. სავალდებულო საკვები: მთვარის ფორმის ჩინური ნამცხვარი
  5. ღონისძიებები: სავსე მთვარეზე დაკვირვება, ჩინური ნამცხვრის მომზადება და გამასპინძლება, მოგზაურობა
  6. მილოცვები: ბედნიერი შუა შემოდგომის ფესტივალი” 中秋节快乐!Zhōngqiū jié kuàilè

როგორ აღნიშნავენ ჩინელები შუა შემოდგომის ფესტივალს

[ფოტო/absolutechinatours]

ჩინელები შუა შემოდგომის ფესტივალს სხვადასხვა ტრადიციული და მნიშნველოვანი ღონისძიებების მეშვეობით აღნიშნავენ, მათ შორის, სადილობენ ოჯახთან ერთად კიდებენ ფარნებს და ადიდებენ სავსე მთვარეს.

2008 წლის შემდეგ შუა შემოდგომის ფესტივალი სამდღიანი სახელმწიფო არდადეგებია ჩინეთში. სადღესასწაულო დღეები 13 სექტემბერს დაიწყება და მთლიანობაში 3 დღეს გასტანს.

ბოლო წლებში ახალი დღესასწაულები იქმნება, ახალგაზრდებს ამ დროს  მოგზაურობა ურჩევნიათ, მშობლებთან კავშირს კი ინტერნეტისა და სმარტფონების დახმარებით ინარჩუნებენ.

როგორ აღნიშნავენ შუა შემოდგომის ფესტივალს ჩინეთის მსხვილ ქალაქებში

რამდენიმე რეგიონში, ჰონგ კონგის მსგავსად, ლომის და დრაკონის ცეკვებს ატარებენ, მონაწილეობის სურვილი ბევრს აქვს.  5 მსხვილი ქალაქი, სადაც საუკეთესოდ აღნიშნავენ შუა შემოდგომის ფესტივალს ჩინეთში: პეკინი, შანხაი, ჰონგ კონგი, ხანჭოუ, კუანჭოუ.

რას მიირთმევენ ჩინელები ფესტივალზე

[ფოტო/Xinhua]

ჩინური ნამცხვრის მომზადება სავალდებულოა, ის უკვე ჩინურ ტრადიციულ ცომეულად ითვლება. ნამცხვარი მშვიდობის და ბედნიერების სიმბოლო გახდა.

სხვა საკვები, რასაც მიირთმევენ ფესტივალზე: კრაბები, გოგრა, ყურძენი და ა.შ.

ფესტივალის ტრადიციებიც იცვლება, ახალ თაობას საკუთარი იდეები აქვს იმის შესახებ, თუ რა უნდა მიირთვან. ბევრ მათგანს ჩინური ნამცხვარი არ მოსწონს და საყვარელი საკვები ურჩევნია.

რატომ აღნიშნავენ შუა შემოდგომის ფესტივალს და როგორ დაიწყო ყველაფერი

ჩინელი იმპერატორები ყოველ წელს მთვარისა და მზის მიმართ აღტაცებას გამოხატავდნენ, ევედრებოდნენ კარგი მოსავლისთვის და  სჯეროდათ, რომ მთვარე და მზე იყო პასუხისმგებელი სამყაროზე.

შუა შემოდგომის ფესტივალს 3 000 წლიანი ისტორია აქვს. იგი შანგის დინასტიის დროიდან მოდის.

იმპერატორების მსგავსად, ანტკიურ დროში მცხოვრებ ადამიანებს სჯეროდათ, რომ მთვარით აღტაცება და მრგვალ მაგიდასთან დასხდომა მათ ბედნიერებასა და წარმატებას მოუტანდა.

როგორ აღნიშნავენ შუა შემოდგომის ფესტივალს ჩინეთის მეზობელ ქვეყნებში

სინგაპური, შუა საშემოდგომო ფესტივალი. [ფოტო/mummyfique]

ჩინეთის ბევრ მეზობელ ქვეყნებში  შუა შემოდგომის ფესტივალს გრანდიოზულად აღნიშნავენ მრავალი საინტერესო საქმიანობა უნიკალური ადგილობრივი თავისებურებებით ტარდება.

სინგაპური, მალაიზია, ფილიპინები – ეს ის  ქვეყნებია, სადაც ბევრი ჩინელი ცხოვრობს, შესაბამისად დღესასწაული ჩინური ტრადიციების გავლენით ტარდება.

სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა:  იაპონია და ვიეტნამი, დღესასწაულს აღნიშნავენ კულტურების შერწყმის მეშვეობით, რითაც რაღაც ახალი და საინტერესო იქმნება.

ქვეყნები, სადაც შუა შემოდგომის ფესტივალს აღნიშნავენ: ჩინეთი,  იაპონია, ვიეტნამი, სინგაპური, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები