აპრილი19 , 2024
კულტურაკულტურული მემკვიდრეობაჩინეთის რომელი ადგილები შეუერთდა იუნესკოს 2017 წლის მსოფლიო კულტურული...

[:ka]ჩინეთის რომელი ადგილები შეუერთდა იუნესკოს 2017 წლის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას?[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხა, ამ თვეში, კიდევ უფრო გაიზარდა. 41-ე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა, 21 ახალი ღირსშესანიშნაობის დამატებას მისცეს ხმა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა საერთაშორისო მასშტაბის პრესტიჟული ღონისძიება გახლავთ. იგი აერთიანებს წამყვან პიროვნებებს კულტურის, მეცნიერების, პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროებიდან. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი შედგება 21 ქვეყნისაგან. კომიტეტის წევრები არიან ის სახელმწიფოები, რომლებმაც 1972 წლის მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინეს. იუნესკო 1978 წლიდან ახორციელებს ძეგლთა დაცვის სისტემას. მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის ისტორიული ნაგებობები, ბუნებრივი ძეგლები, გეოლოგიური ფორმირებები, ეკოსისტემები და კულტურული ლანდშაფტები. დღეისათვის, სიაში სხვადასხვა ქვეყნის 1,073 ძეგლია შესული.

წელს კი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიას ჩინეთში ქალაქ სიამენთან მდებარე კუნძული ქულანგსუ (Kulangsu) და მსოფლიოში ყველაზე დიდი ზეგანი ცინგხაი ხოჰ სილი (Qinghai Hoh Xil)  დაემატა. ეს გადაწყვეტილება, კომიტეტმა 8 ივლისს, შაბათს გამართულ 41-ე სესიაზე მიიღო. სესიამდე ერთი დღით ადრე ცინგხაი ხოჰ სილი სიაში ჩაიწერა როგორც ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა. იუნესკოს სიაში ეს უკვე ჩინეთში მდებარე  51-ე ძეგლია.

28 UNESCO World Heritage Sites 2017

Qinghai Hoh Xil 

კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ფვუძიენის პროვინციის კულტურის მემკვიდრეობის ბიუროს ხელმძღვანელი ფუ კისინგი. მან სინხუას საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა:

” ქულანგსუს ისტორიული საერთაშორისო დასახლების  სიაში მოხვედრა  იმის აღმნიშვნელია, რომ ჩინეთმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ფვუძიენის პროვინციაში კულტურული ნაგებობებისა და კულტურული სიწმინდეების დაცვამ ახალ დონეს მიაღწია. მათთვის, ვისაც ფვუძიენის კულტურული სიწმინდეების დაცვა ევალება, დიდი პატივი და ამასთანავე  პასუხისმგებლობაა“. 

მისივე განცხადებით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 21 წევრმა მაღალი შეფასება მისცა ისტორიულ საერთაშორისო დასახლებას.

Kulangsu Island china-ის სურათის შედეგი

ქულანგსუს კუნძული

ქულანგსუს კუნძული მდებარეობს მდინარე ძიულუნგის შესართავთან. მისი მემკვიდრეობა მოიცავს 931 ისტორიული ნაგებობისგან შემდგარ დასახლებას, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არქიტექტურულ სტილს, ბუნებრივ ზონებს, ისტორიულ გზებსა და ბაღებს. სწორედ ამგვარი განსაკუთრებული შერწყმით გახდა ეს კუნძული ტურისტებისათვის მიმზიდველი.

ამას გარდა, ნუსხას ასევე დაემატნენ:

თურქეთი: აფროდისიასი, არქეოლოგიური ძეგლი და მარმარილო კარიერები;

ერიტრეა: ასმარა, თანამედროვე აფრიკის ქალაქი;

რუსეთი: სვიაზაზის საეკლესიო ტაძარი და მონასტერი;

გერმანია: სვაბიან ჯურა,  მღვიმე და ყინულის ხანის ხელოვნება;

პალესტინის ტერიტორიები: ჰებრონი / ალ-ხალილის ძველი ქალაქი;

ირანი: ისტორიული ქალაქი იაზდი;

დანია: ყუჯატა გრენლანდი, ქვე-არქტიკული მეურნეობის ლანდშაფტი;

ანგოლა: მბანდა კონგო, კონგოს სამეფოს პოლიტიკური და რელიგიური დედაქალაქი;

იაპონია: ოკინოშიმას სასულიერო კუნძული;

საფრანგეთი: ტაპუტაპაუეთი, “პოლინეზიის სამკუთხედის” ცენტრი;

პოლონეთი: ტარნოვსკი გორი, ტყვია-ვერცხლის ციკლის ნაღმი;

კამბოჯა: სამბორ პრეი ქუქ, ტაძრის ზონა;

გაერთიანებული სამეფო: ინგლისური ტბის მხარე;

ბრაზილია: ველოგოს ვერა, არქეოლოგიური უბანი;

ხორვატია, იტალია, მონტენეგრო:  ვენეციური თავდაცვითი ნამუშევრები;

სამხრეთ აფრიკა: ხომანის კულტურული ლანდშაფტი;

მონღოლეთი, რუსეთი: დურაის ლანდშაფტები;

არგენტინა: ლოს ალერცესის ნაციონალური პარკი;

ინდოეთი: ისტორიული ქალაქი აჰმედაბადი.

სამწუხაროდ, 10 ივლისს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ცნობილი გახდა, რომ  ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლათა ნუსხიდან ამოღებულია.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები