აპრილი23 , 2024
ბიზნესიჯეკ მა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო ერთობლივ...

[:ka]ჯეკ მა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო ერთობლივ პროექტს იწყებენ[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]გაეროს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო ალიბაბა ჯგუფთან ერთად ერთობლივ პროექტს იწყებს. გაერთიანების მიზანი, აფრიკის ახალგაზრდებს შორის მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა.

აღნიშნული შეთანხმება ალიბაბა ჯგუფის დამფუძნებელ ჯეკ მასა და  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან შუხისა კიტუის შორის შედგა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) 12 ივლისის განცხადებით, ჯეკ მა, პროექტის ფარგლებში, აფრიკას პირველად ამ თვის ბოლოს ესტუმრება. ხელმძღვანელების ოფიციალური ვიზიტი 19 ივლისს დაიწყება და 21ივლისამდე გასტანს. ცნობილია ისიც, რომ ვიზიტის დროს ისინი კენიასა და რუანდის სახელმწიფოებს ესტუმრებიან. ვიზიტის ფარგლებში, აფრიკელ კოლეგებს მცირე ბიზნესის მართვის თავიანთ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.

ცნობილია, რომ პირველი შეხვედრა ნაირობის უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც მა და კიტუი  500 ახალგაზრდა ბიზნეს ლიდერს  შეხვდება. შეხვედრას ადგილობრივი მედია გააშუქებს.გაეროს სააგენტოში აცხადებენ, რომ ვიზიტის მიზანი “ახალგაზრდა აფრიკელი მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა”.

Jack ma Alibaba group-ის სურათის შედეგი

ჯეკ მა არის  ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტის- ალიბაბა  ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე. ის ასევე გახლავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის სპეციალური მრჩეველი, ახალგაზრდული მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის მიმართულებით. ჯეკ მა UNCTAD- ის სპეციალურ მრჩეველად 2016 წელს დაინიშნა.

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები