Home კულტურა მასწავლებელთა დღე ჩინეთში

[:ka]მასწავლებელთა დღე ჩინეთში[:]

0
63

[:ka]

10 სექტემბერს, ჩინეთში მასწავლებელთა 34 – ე დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ეროვნული საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი უძღვებოდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას (CPC) და საზოგადოებას პედაგოგთა პატივისცემისაკენ და საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა მასწავლებელთა პოლიტიკურ, სოციალურ და პროფესიულ სტატუსს ქვეყნის განვითარებაში.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ხალხის სახელით სი ძინფინგმა  პედაგოგებს ქვეყნის მასშტაბით, ეს დღე მიულოცა.

 [:]

NO COMMENTS