72 წლის მამაკაცმა, ლიაონინგის პროვინციიდან, 19 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ წელს ის ბოლოჯერ გავიდა ჩინეთის უნივერსიტეტში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე.

მამაკაცის გვარი ქანგია. ის ქალაქის ნაგავსაყრელებზე ნარჩენებს აგროვებს და ცდილობს, თუ ღირებული რამ იპოვა, გაყიდოს. წლების განმავლობაში მან $430 დახარჯა გამოცდებზე რეგისტრაციისთვის. მას იმის ფულიც კი არ რჩებოდა, რომ წიგნები ან მოსამზადებელი მასალები შეეძინა, თუმცა ნაგავსაყრელზე ახერხებდა გამოსადეგი წიგნების პოვნას.

ქანგი პირველად გამოცდაზე 1978 წელს გავიდა. მას შემდეგ, არსებული ასაკობრივი შეზღუდვის გამო, განმეორებით გამოცდის ჩაბარება მან 2001 წელს სცადა და მას შემდეგ კიდევ 17 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. მისი ყველაზე ცუდი შედეგი გასულ წელს 73 ქულა იყო, უმაღლესი კი 303, რომელიც მან 2009 წელს აიღო. 高考 ( კაოქაო-ში ) მაქსიმაური ქულა კი 750-ია.

ორი ათწლეული ტესტზე გასვლის შემდეგ, 72 წლის მამაკაცმა დანებება გადაწყვიტა. მისი თქმით, ბოლო წლებია ის შედეგს მხოლოდ აუარესებს. განსაკუთრებით კი წერის ნაწილში, რადგან მას ხელები უკანკალებს და ვერ ახერხებს იეროგლიფების დაწერას.

ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელში ქანგის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს. “მისაღებ გამოცდებზე ერთხელ გავედი და ეს სტრესი მთელი ცხოვრება მეყოფა”,- აცხადებს ერთ-ერთი მომხმარებელი.