[:ka]Google Inc ჩინურ კომპანიებს ბაზრის გაფართოებაში დაეხმარება[:]

[:ka]

ამერიკული კორპორაცია Google Inc ჩინურ კომპანიებს დახმარების ხელს გაუწვდის. კომპანიის ოფიციალური განცხადების თანახმად, Google ძალისხმევას გააქტიურებს, რათა ჩინურ კომპანიებს “სარტყელი და გზის” ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებში გაფართოებაში დაეხმაროს. ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკური გიგანტი, Google ამ გზით საკუთარი სარეკლამო შემოსავლების გაზრდას გეგმავს.

სამშაბათს, 6 თებერვალს, კორპორაციამ “სარტყელი და გზის” ინიციატივის საბაზრო დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია ინიციატივის წევრ ქვეყნეში არსებული საბაზრო მდგომარეობა. დოკუმენტი შედგა პეკინის უნივერსიტეთთან თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჩინურ კომპანიებს ინიციატივის წევრ ქვეყნებში საკუთარი ბიზნესი გააფართოვონ.

Google-მა ასევე ტოპ-50 ჩინური გლობალური კომპანიის სია გამოაქვეყნა, იმ კომპანიებისა, რომლებიც  გლობალურ სარეკლამო კომპანიებთან WPP და Kantar Millward Brown აქტიურად თანამშრომლობენ. 2018 წლის რეიტინგში მოხვდა ისეთი ჩინური ბრენდები, რომლებმაც უცხოურ ბაზრებზე წარმატებით იასპარეზეს. სიაში ლიდერობენ:  Huawei, Oppo და DJI. სიის პირველი ადგილი Lenovo-მ დაიკავა.

Google-მა ჩინეთში საკუთარ ინვესტიციებს საფუძველი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში ჩაუყარა. ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკური გიგანტი Google პეკინში ხელოვნური ინტელექტუალური ცენტრის შექმნას გეგმავს, რომელიც პირველი იქნება აზიაში და ის ფოკუსირებას AI კვლევებზე გააკეთებს.

[:]

კომენტარის დატოვება