როცა გასულ პარასკევს პრეზიდენტმა სი ძინფინგმა მიმართა მსოფლიო ლიდერებს სარტყელისა და გზის ფორუმის დროს, მან აქცენტები არა მხოლოდ ვაჭრობასა და ინფრასტრუქტურაზე, არამედ ვაშინგტონის მიერ წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზეც გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სიმ დადო პირობა, რომ იუანი არ გაუფასურდება, გაიზრდება წვდომა ჩინურ ბაზარზე, გაუმჯობესდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პირობები და დაინერგება ჩინეთის გახსნილობის პოლიტიკა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს განცხადებები მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, თუმცა პრეზიდენტ სის არ უხსენებია არც კონკრეტული ადრესატი და არც – ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომი. მიუხედავად იმისა, რომ ფორუმს ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი, გლობალური ორგანიზაციის დირექტორები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, ვაშინგტონიდან მხოლოდ რამდენიმე, შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირი იყო წარმოდგენილი.

წამყვანი ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტმა სიმ თავისი სიტყვით მიმართა იმ ადამიანებსაც, რომლებიც შეხვედრას არ ესწრებოდნენ. საკვანძო მესიჯი, რომლის ამოკითხვაც პრეზიდენტი სის სიტყვიდან შეგვიძლია, ეხება ჩინეთის მზაობას, კიდევ უფრო გაიხსნას. ზემოთხსენებული სიტყვით გამოსვლა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. პრეზიდენტმა ტრამპმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მალე თეთრ სახლს ეწვეოდა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გაფორმდება ოფიციალური სავაჭრო შეთანხმება, რაც დაასრულებს მოლაპარაკებების ხანგრძლივ რაუნდს.

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნიუჩინი და ვაჭრობის წარმომადგენელი, რობერტ ლაითჰაიზერი მომავალ კვირას პეკინში გამეგზავრებიან და პრეზიდენტების შეხვედრამდე მოსამზადებელ მოლაპარაკებებს გამართავენ. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრები შეეხება ინტელექტუალურ საკუთრებას, ტექნოლოგიების იძულებით ტრანსფერ, უტარიფო ბარიერებს, სოფლის მეურნეობას, სერვისებს, შესყიდვებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

პრეზიდენტმა სიმ დადო პირობა, რომ ჩინეთი უარს იტყვის ნებისმიერი სახის ე.წ. “beggar-thy-neighbour” ტიპის ვალუტის გაუფასურებაზე, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთი არ გამოიყენებს იუანს როგორც სავაჭრო იარაღს. გავრცელებული ცნობებით იუანის გაცვლის კურსი ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩინეთი ასევე გაზდის წვდომას საკუთარ ბაზარზე უცხოელი ინვესტორებისთვის. პეკინს გადაწყვეტილი აქვს, შეამციროს იმ კომპანიების სია, რომლებსაც აქამდე აკრძალული ჰქონდათ ჩინეთში ინვესტიცია. შესაბამისად, მოსალოდნელია უცხოური ინვესტიციების ზრდა სერვისების, წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორებში.

პრეზიდენტი სის განცხადებით, ჩინეთი გაზრდის საერთაშორისო თანამშრომლობას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით. სხვა დაპირებებს რაც შეეხება, ჩინეთი გაზდის საქონლისა და სერვისების ინმპორტს, შეამცირებს ტარიფებს და არა-სატარიფო ბარიერებს და დიდ ძალისხმებას გასწევს გახსნილობის პოლიტიკის დასანერგად. პრეზიდენტმა სიმ ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, რომ ჩინელ ინვესტორებს, მკვლევარებს და სტუდენტებს შეუქმნან თანაბარი და კონკურენტული გარემო. ეს განცხადება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკამ რამდენიმე ჩინელ აკადემიკოსს ვიზა გაუუქმა.

ბევრი ევროპული ქვეყანა ეჭვის თვალით უყურბს ჩინეთს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასულ თვეში ჩინეთი როგორც “ეკონომიკური მოწინააღმდეგე” მოიხსენია. ამის მიუხედავად, იტალია გახდა პირველი დასავლეთ-ევროპული სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად მხარი დაუჭირა “სარტყელისა და გზის ინიციატივას” და გააფორმა მემორანდუმი. იტალიის ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილებით შეხვდა საფრანგეთი და გერმანია.

ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო ომის დასრულება, რადგან ის შეძლებს მეტ ფოკუსირებას ეკონომიკურ განვითარებაზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ყოველივე ეს კი დაეხამრება სარტყელისა და გზის ინიციატივის სრულად დანერგვაში.