აპრილი18 , 2024
კულტურამეცნიერებახელოვნური ინტელექტის პირველი სახელმძღვანელო

[:ka]ხელოვნური ინტელექტის პირველი სახელმძღვანელო [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთმა ცოტა ხნის წინ, უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებისათვის თავისი პირველი, ხელოვნური ინტელექტის (AI) სახელმძღვანელო გამოუშვა. აღნიშნული სახელმძღვანელო ცენტრალური მმართველობის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაწყებით და საშუალო კლასებში ხელოვნური ინტელექტის კურსის ჩართვას ისახავს მიზნად.

MOOC-ის კვლევითი ცენტრისა და SenseTime Group-ის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სახელმძღვანელო სახელწოდებით, “ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები”. წიგნი, რომლიცს შეადგენაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის ცნობილმა მეცნიერებმა,  9 თავისაგან შედგება. სახელმძღვანელოს შესავალი ნაწილი ეთმობა ხელოვნური ინტელექტის (AI) ისტორიას, ხოლო შემდეგი თავები ისეთ საკითხებს ეთმობა, როგორიცაა სახის ამოცნობის სისტემა, ავტომატური, უპილოტო მართვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

“წიგნში საუბარია არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებზე, არამედ გვასწავლის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში”- განაცხადა აღმოსავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩენ იუქუნმა.

დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 40 უმაღლესი სასწავლებელი შეუერთდა AI-ის უმაღლესი განათლების საპილოტე პროგრამის პირველ ეტაპს, სასწავლო პროგრამაში ხელოვნური ინტელექტის სახელძღვანელოს ჩართვის სახით.

2016 წლის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ AI-ის მცოდნე პროფესიონალების მოთხოვნა მომავალ წლებში 5 მილიონამდე გაიზრდება. ბოლო წლებში ჩინეთმა ტექნოლოგიური კვლევებისა და განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აშშ-ში დაფუძნებული სარისკო კაპიტალის მონაცემთა ბაზის CB Insights- ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ჩადებული კაპიტალით, ამერიკის შეერტებულ შტატებს გადააჭარბა.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები