Home კულტურა პეკინის რიგით მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი

[:ka]პეკინის რიგით მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი[:]

0
2628

[:ka]

პეკინი, რიგით მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება.

პეკინის რიგით მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად 15 აპრილს გაიხსნება და 22 აპრილს დასრულდება.

ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით არაერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება. აღნიშნულ ღონისძიებათა შორისაა Tiantan Awards, კინოს კარნავალი, ფორუმი, პრემიერა და კონცერტები.

პეკინის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნით ღონისძიებას Yanqi Lake International Convention and Exhibition Center უმასპინძლებს. სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები და კინორეჟისორები წარსდგებიან.

წელს, პეკინის კინოფესტივალზე მსოფლიოს 70 ქვეყნის 579 ფილმია ნომინირებული. საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, ფესტივალის მსვლელობისას საუკეთესო კინო ნამუშევრების ჩვენებები მოეწყობა. კინოფილმების საჩვენებლად უკვე შეირჩა 32 კინოთეატრი. აღნიშნული კინოჩვენებების საპატიო სტუმრები თავად ფილმის მთავარი მსახიობები იქნებიან.

Tiantan Awards მთავარი ჟიურის ვინაობაც. ჟიურიში პირველ ადგილს ჰონგ-კონგელი კინორეჟისორი  ვანგ ძიავეი დაიკავებს. ამის შესახებ გაცხადება საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჟენ ციენმა კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 [:]

NO COMMENTS