აპრილი25 , 2024
Projects"სარტყელი და გზა" "სარტყელი და გზის" ობლიგაციები ინიციატივის მასიური დაფინანსებისთვის

[:ka] “სარტყელი და გზის” ობლიგაციები ინიციატივის მასიური დაფინანსებისთვის[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

კომპანიებს “სარტყელი და გზის” ინიციატივის ფარგლებში საკუთარი პროექტების დასაფინანსებლად ახალი გზა გამოუჩნდათ. ჩინეთმა მასიური ინიციატივის დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით “სარტყელი და გზის” ობლიგაციების ბაზარი შექმნა.

ნავთობქიმიური პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ Hengyi, შენჭენის საფონდო ბირჟაზე, “სარტყელი და გზის” ინიციატივის ობლიგაციებში  500 მილიონი იუენი($ 79 მილიონი) განათავსა. აღნიშნული ბონდის შემოსავლები ბრუნვაში სამი წის განმავლობაში იქნება და კომპანიის ნავთობპროდუქტების წარმოებისთვის იქნება გამოყენებული.

ზემოთ აღნიშნული, განხორციელდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა შიდა და უცხოურ კომპანიებს, ასევე “სარტყელი და გზის” ინიციატივის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შენჭენის და შანხაის საფონდო ბირჟის კარი გაუღო.

ჩინეთის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ოფიციალური განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს 7 ქვეყნის შიდა და უცხოური კომპანიების განცხადებათა დამტკიცება ინიციატივის ფინანსირებისთვის 50 მილიარდი იუენით.

2013 წელს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული “სარტყელი და გზის” ინიციატივა მიზნად ისახავს აზიისა და აფრიკის დამაკავშირებელი სავაჭრო და ინფრასტრუქტურული ქსელების შექმნას ძველი სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო მარშრუტების აღდგენის საფუძველზე.

ჩინურმა კომპანიებმა, 24 ქვეყნის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის , “სარტყელი და გზის” მარშრუტების გასწვრივ 75 ბიზნეს ცენტრი შექმნეს. ასევე შეიქმნა 209 000 ადგილობრივი ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები