მარტი24 , 2024
ბიზნესი BRICS - ის სამიტი 2017

[:ka] BRICS – ის სამიტი 2017[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

მომავალი BRICS სამიტი, რომელიც ჩინეთში, კერძოდ კი სიემენში გაიმართება წევრი ქვეყნების ეკონომიკის, სავაჭრო, საინვესტიციო და ტექნოლოგიური ინტეგრაციის დაჩქარებასა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის განვითარების ხელშეწყობას მიეძღვნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, კაო ფვენგის განცხადებით ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა ჩინეთთან თანამშრომლობას გააღრმავებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ტექნიკა, ტექნოლოგიები, სტანდარტები და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობა.  “ჩინეთი ხელს შეუწყობს მრავალმხრივ ვაჭრობას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის მთავარ არხს და მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

2017 წლის პირველი ნახევრისთვის ჩინეთსა და სხვა BRICS – ის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 26% – ით გაიზარდა. BRICS – ის სავაჭრო მინისტრებმა ასოციაციის წევრ ქვეყნებს ელექტრონული კომერციის, ციფრული პორტების, ვაჭრობის სერვისების, ინტელექტუალური საკუთრების, საინვესტიციო ფასეულობებისა და ვაჭრობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდეს. ბრაზილიამ განაცხადა, რომ ქვეყანა უცხოურ კომპანიებს ენერგოეფექტურობის, პორტის, აეროპორტისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტიმულირებისთვის პრივილეგიებს შესტავაზებს. პროდუქტიული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მაისის ბოლოს ჩინეთმა და ბრაზილიამ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნა დაიწყო. იანვრისა და ივლისის თვის მონაცემებით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა ჩინეთსა და ინდოეთს შორისაც. მონაცემების თანახმად, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 21.5% – ით გაიზარდა და 47.52 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ჩინეთის აკადემიის მკვლევარმა ვანგ ჭ’ლემ განაცხადა, რომ BRICS ქვეყნებმა  წლის მეორე ნახევარში მიაღწიეს საინვესტიციო ხელშეწყობას, რაც გლობალური საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი მიღწევაა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები