მარტი28 , 2024
კულტურატუნხუანგის რელიქვიები

[:ka]ტუნხუანგის რელიქვიები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

5300 ტუნხუანგის ხელნაწერი ჩინეთში საფრანგეთიდან ციფრული ფორმით დაბრუნდა და დღეს, ის ჩინეთის ეროვნულ მუზეუმში ონლაინ რეჟიმშიცაა ხელმისაწვდომი.

აღნიშნული ციფრული რესურსი უზრუნველყოფილია საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, სადაც ტუნხუანგის ორიგინალ ხელნაწერთა 7000 ასლია დაცული.

ტუნხუანგის რელიქვიები მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს მოკაოს მღვიმეებში, რომელიც ჩინეთში, კანსუს პროვინციაში მდებარეობს. ხელნაწერები მე-5 მე-11 საუკუნეებით თარიღდება. მათი უმრავლესობა ჩინურ ენაზეა შესრულებული, თუმცა რელიქვიათა შორისაა ხოტანური და ებრაული ხელნაწერებიც.

დღეისათვის,16000-მდე ტუნხუანგის ხელნაწერი ჩინეთის ეროვნული მუზეუმის კუთვნილებაშია. ხელნაწერთა გარკვეული რაოდენობა კი ქვეყნის გარეთ, რუსეთში, საფრანგეთსა და იაპონიაშია გაბნეული. 1908 წელს, ფრანგმა სინოლოგისტმა პოლ პელიოტმა, საფრანგეთში 7000 ტუნხუანგის ხელნაწერი გაიტანა. აღნიშნული რელიქვიებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის კულტურაში.

2007 წელს, ჩინეთმა უძველესი წიგნების გადარჩენის და მოძიების მიზნით წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოძიებულ იქნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაბნეული უძველესი ჩინური კლასიკები. 2015 წელს, ჩინეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ციფრული თანამშრომლობის პროექტი განახორციელა, რომელიც ჩინეთის უძველესი კლასიკის პოპულარიზაციის მიზნით, ციფრულ შინაარს ან მაღალი ხარისხის ასლებს იყენებს.

[ფოტო/VCG]

ძველ წიგნების დაცვისა და კონსერვაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის ლინ შ’თიენის თანახმად, საფრანგეთის ეროვნულმა მუზეუმმა ჩინეთს იმ ნახატთა სერიების ციფრული ვერსია გამოუგზავნა, რომელთა შორისაა “ძველი საზაფხულო სასახლე” და “იუენმინგიუენის ორმოცი სცენა”. ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ამას გარდა ბიბლიოთეკას გადმოეცა “იუნგლეს კანონები” -ს 50-ზე მეტი ტომი, რომელიც ჩინეთს ჰარვარდის, ოქსფორდის და ბრიტანეთის ბიბლლიოთეკებმა მიაწოდა.

5300 ტუნხუანგის ხელნაწერი არა მხოლოდ კვლევებისთვისაა ხელმისაწვდომი. სრული ტექსტის ხილვა ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია ონლაინ, ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში.

მოკაოს მღვიმე[ფოტო/VCG]
[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები