Home კულტურა ცი პაიშ’, სიუ პეიხუნგის თვალებში

[:ka]ცი პაიშ’, სიუ პეიხუნგის თვალებში[:]

0
2232
[ფოტო/China Daily]

[:ka]

პეკინის ხელოვნების აკადემიის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, მე-20 საუკუნის გამოჩენილი ჩინელი მხატვრების ცი პაიშ’სა და სიუ პეიხუნგის მეგობრობაზე მიგვანიშნებენ. ჩინეთის ორ გამოჩენილ მხატვარს, სიუ პეიხუნგსა(1895-1953) და ცი პაიშ’ს(1864-1957) შორის არსებული მეგობრობა დემონსტრირებაა იმისა, რომ მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა ხელოვნებაში ისინი პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ ერთმანეთს.

მათმა 25 წლიანმა მეგობრობამ, სიუ პეიხუნგის გარდაცვალების შემდეგ ხელოვნების ნიმუშებში გააგრძელა არსებობა. დღეს, პეკინის ხელოვნების აკადემია ორი გამორჩეული ხელოვანის გულწრფელი ურთიერთობის მასპინძელია.

გამოფენა სახელწოდებით ცი პაიშ’, სიუ პეიხუნგის თვალებში ათობით ფერწერულ და კალიგრაფიულ ნამუშევარს აერთიანებს.

[ფოტო/China Daily]

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართაგან ერთ-ერთი 1933 წლით თარიღდება. ციმ ტილოზე საკუთარი ზურგი გამოსახა, რომელსაც გაუკეთა წარწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო მისი ურთიერთობა სიუ პეიხუნგთან. ასევე წარწერით იგი სიანანულით იხსენებდა ძველ დროს და მონატრებას გამოთქვამდა ერთად გატარებულ ყოველ წუთზე.

[ფოტო/China Daily]

ძალიან მალე მათ შორის მეგობრობა იმდენად გაღრმავდა, რომ ხელოვანები ერთმანეთს წერილებს უძღვნიდნენ. ამასთან ერთად, სიუ ცი პაიშ’ს ნამუშევრების მოყვარული და ნახატების კოლექციონერი გახდა. ის არა მარტო ჩინეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთ მოგზაურობისას დიდ პოპულარიზაციას უწევდა ცის შემოქმედებას. ძალიან ხშირად, როდესაც სიუ საკუთარ გამოფენებს აწყობდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მას თავისი ნიჭიერი მეგობრის ნამუშევრებიც თან დაჰქონდა, რათა გაეცნო მსოფლიოსთვის. სიუ ამ დროისთვის, ცის 100 ნამუშევრის მფლობელი იყო.

[ფოტო/China Daily]
ცი პაიშ’ს ნამუშევრების სიუს კოლექცია სიუ პეიხუნგის მემორიალური დაფის შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ უნიკალური ნამუსევრების ხილვა 11 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი.[:]

NO COMMENTS