[:ka]Fuqifeipian – საქონლის ხორცი ცხარე სოუსში[:]

[:ka]

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე ს’ჩუანის პროვინცია არის ადგილი, რომელიც მდიდარია კულტურითა და უძველესი ტრადიციებით. კულტურულ სიმდიდრესთან ერთად, პროვინცია გამოირჩევა კერძების არომატულობითა და სამზარეულოს მრავალფეროვნებით. ს’ჩუანი, ჰოთ-ფოთისა (火锅 – ხუო კუო) და მაფო ტოუფუ-ს გარდა, ფვუცი ფვეიფიენი-ს (fuqifeipian, ღორის ფილტვები ცხარე სოუსში) დაბადების ადგილიცაა.

ეს კერძი შედგება წვრილად დაჭრილი საქონლის გულის, ენის და ღორის ყურისაგან, რომელიც მოთავსებულია ცხარე ზეთში სეზამის მარცვლებთან, არაქისთან და ქინძთან ერთად. კერძს ძირითადად ცივად მიირთმევენ, მისი დაგემოვნება ქალაქის ქუჩებშიც შეგიძლიათ. სხვადასხვა კუთხეში ხშირად შენიშნავთ მოვაჭრეებს თასებში წინასწარ გამზადებულ ინგრენდიენტებთან ერთად. შეკვეთის შემთხვევაში ოსტატობით შეზავებულ სანელებლებს და შესანიშნავ არომატს შემოგთავაზებენ. ცხარე სოუსში ღორის ფილტვების დაგემოვნება სულ რაღაც 25 იუენი ($ 3.67) დაგიჯდებათ.

კერძის სახელწოდების წარმოშობის მეტად ცნობილი ისტორია ახალდაქორწინებულ წყვლის უკავშირდება. 1930 წელს, კუო ჩაოხუა და მისი ცოლი ჭანგ თიენჭენგი ქუჩაში წასახემსებელ საკვებს ყიდდნენ სახელწოდებით “საქონლის დარჩენილი შიგნეული”. მათი უნიკალური რეცეპტის წყალობით, ძალიან მალე, პოპულარული გახდნენ იქ მცხოვრებ ადგილობრივებს შორის. ხალხშივე დაიბადა სახელი “ფვუცი ფვეიფიენი”, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული, ყველა მსგავსი კერძის სახელწოდება გახდა.

Beef in Chili Sauce (Fuqi feipian)
[ფოტო /Chinadaily USA]

[:]

კომენტარის დატოვება