[:ka]მწვანე ჩაის გადამუშავება ცინგმინგის ფესტივალის წინ [:]

[:ka]

მწვანე ჩაი, რომელიც იწარმოება კუიტინგში, კუიჭოუს პროვინციაში, დიდი ხანია აღიარებულია, როგორც საუკეთესო ადგილობრივი პროდუქტი. ცინგის დინასტიის პერიოდში (1644-1911) ის ქვეყანას, როგორც ხარკი ისე გადაეცა და მას შემდეგ რჩება, როგორც საქვეყნოდ აღიარებული პროდუქტი პროვინციისათვის.

მწვანე ჩაის დამუშავება სპეციფიური ხასიათისაა და ის გადამუშავების დახვეწილ სისტემას მოითხოვს. საუკეთესო ფოთლების მოკრეფის შემდეგ, სპეციალისტები ზედმიწევნით მიჰყვებიან ჩაის ფოთლების გამოშრობის 10 საფეხურიან ეტაპს, რის შედეგედაც ისინი იღებენ არომატისა და გემოს საუკეთესო ხარისხს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩაის დამუშავების ეს ტექნიკა შეტანილია კუიჭოუს პროვინციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

კუიჭოუს პროვინციის მცხოვრებნის აზრით, მწვანე ჩაის პირველი მოსავალი წლის საუკეთესო მოსავალია. მწვანე ჩაის მოსავალი, რომელიც ცინგმინგის ფესტივალის წინ იკრიფება, სწორედ ადგილობრივი ჩაის პირველი მოსავალია. კაშკაშა მზის სხივებითა და დაბალი ტემპერატურით გაჟღენთილი ფოთლები საუკეთესო ხარისხის ფოთლებია, რომლისგანაც საუკეთესო ჩაი დამზადდება. ადგილობრივი ჩაის ფერმერები თავიანთი საგანძურის შეგროვებით არიან დაკავებულნი, რათა მომხმარებლებს ახალი, გაზაფხულის ჩაი შესთავაზონ.

[:]

კომენტარის დატოვება