[:ka]ხაინანის საერთაშორისო ტურისტული კუნძული[:]

[:ka]ჩინეთი ხაინანის საერთაშორისო ტურისტულ კუნძულად დაარსებას ისახავს მიზნად.

ჩინეთის ხაინანის პროვინცია ტურიზმის მხრივ წლებია ვითარდება. ცენტრალური ხელისუფლების მთავარ მიზანს კუნძულისთვის საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების მინიჭება წარმოადგენს.  რაც 30 წლის შემდეგ ხაინანის კუნძული გახდა პროვინცია და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგიმა, ცენტრალურ ხელისუფლებას კუნძულის საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდა.

ხაინანის ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად გაიზარდა, მაგრამ მან განიცადა “მზარდი ტკივილი”. 2018 წლის გაზაფხულის ფესტივალზე ათასობით დამსვენებელს სახლში დაბრუნება მოუწია კუნძულზე მასიური საცობის გამო. აღნიშნული პრობლემა ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე განიხილეს, სადაც დელეგატმა და ხაინანის მთავარი ტურისტული ქალაქის მერმა ა ტუნგმა, განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია და ის უახლოეს მომავალში მოგვარდება.

უცხოელი ვიზიტორების კომფორტისა და დაუვიწყარი დასვენებისთვის, კუნძული დამსვენებლებს მრავალფეროვან და ექსკლუზიურ გამოცდილებას სთავაზობს. მდიდრული სასტუმროები, ცნობილი რესტორნები თავისი ეგზოტიკური კერძებით, მზე და ქვიშიანი პლიაჟი ეს ისაა რასაც აქ იხილავთ.

ჩინეთი ასევე უცხოელი ტურისტებისათვის ხაინანში ოფშორული უბაჟო სავაჭრო პოლიტიკის გაღრმავებას გეგმავს. ხაინანში უკვე არის მსოფლიოს უმსხვილესი უბაჟო სავაჭრო ცენტრები და ის ამ მხრივ, მსოფლიო რეიტინგში მეოთხეადგილს იკავებს.

ხაინანის ცენტრალური მთავრობა უცხოელი ინვესტორების მოზიდვას გეგმავს, რათა 2020 წლისთვის კუნძული თავისუფალი ვაჭრობის ზონად, ხოლო 2025 წლისთვის  თავისუფალი ვაჭრობის პორტად იქცეს.

[:]

კომენტარის დატოვება