აპრილი15 , 2024
ბიზნესიInternational SOS - ინიციატივის "სარტყელი და გზა" წევრ ქვეყნებში...

[:ka]International SOS – ინიციატივის “სარტყელი და გზა” წევრ ქვეყნებში გაფართოებას გეგმავს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

მსოფლიოში წამყვანმა სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების კომპანიამ, International SOS განაცხადა რომ, კომპანია უფრო მეტი კლიენტის მოზიდვაზეა ორიენტირებული და შეეცდება ჩინეთის მასშტაბით გაფართოებას. ასევე კომპანია გეგმავს გავიდეს “სარტყელი და გზა” ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნებზეც.

International SOS 1985 წელს დაარსდა. ის უზრუნველყოფს საერთაშორისო კომპანიების, სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა და მუშაკთა ბიზნეს მოგზაურობებს საზღვარგარეთ. მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, International SOS მომხმარებელს სთავაზობს ინტეგრირებულ სამედიცინო და უსაფრთხოების რისკების პრევენციასა და მენეჯმენტს, მათ შორის შეფასებას, რჩევასა და დახმარებას.

“ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვებთ მომსახურების სფეროს ჩინეთის ბაზრისათვის, რათა მომავალში ჩინურმა კომპანიებმა იმოგზაურონ მეტად დაცულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში”- განაცხადა International SOS-ის გენერალურმა დირექტორმა კარელ ვან დე ფიდჯფეკამპმა.

კომპანიის საქმიანობა ჩინეთში ახლა გლობალური შემოსავლების დაახლოებით 10% -ს შეადგენს. 100-ზე მეტს შეადგენს კორპორატიულ კლიენტთა რაოდენობა, რომელთა უმრავლესობაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფირმებია.

China Bond Rating Co Ltd-ის თავმჯდომარის ფვენგ კუანგხუას განცხადებით, როდესაც კომპანიები ცდილობენ საკუთარი ბაზრის საზღვრებს გარეთ გაფართოებას მასპინძელ ქვეყნებში, არაერთი რისკი იჩენს თავს. ეს მოიცავს პოლიტიკურ არეულობას, ცვალებად ადგილობრივ პოლიტიკას და სავალუტო კურსის ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩინურმა ფირმებმა უზრუნველყონ თავიანთი პერსონალის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხო მოგზაურობა.

 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები